ახალი ამბები

საქართველო ”ევროგეოგრაფიკის” წევრი გახდება

11 ოქტომბერი, 2010 • • 1160
საქართველო ”ევროგეოგრაფიკის” წევრი გახდება

საქართველო ”ევროგეოგრაფიკის” წევრი გახდება, ამის შესახებ ნეტგაზეთს საჯარო რეესტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა, ეკა ერგემლიძემ აცნობა.

მეორე დღეა, რაც  ევროპარლამენტის შენობაში საერთაშორისო ორგანიზაცია ევროგეოგრაფიკის გენერალური ასამბლეა მიმდინარეობს. ასამბლეაზე კენჭი ეყრება საქართველოს ასოცირებულ წევრად მიღებას.

თუმცა საერთაშორისო ორგანიზაციის ინტერნეტ გვერდზე საქართველოს სტატუსად მითითებულია – ორგანიზაციის ასოცირებული წევრი.

ერგემლიძე ამბობს, რომ წინასწარი ინფორმაციით, საქართველო  ევროგეოგრაფიკის წევრი გახდება, რადგან, როდესაც საქართველომ განაცხადი შეიტანა, მიიღო კიდეც ორგანიზაციისგან წინასაწარი თანხმობა.

მალე საქართველოს ტერიტორიულ-სივრცული მონაცემები – გეოგრაფიული, ტოპოგრაფიული, საკადასტრო და მიწასთან დაკავშირებული სხვა ინფორმაცია – ევროპის ერთიან ინტერნეტ რუკაზე განთავსდება.

ევროგეოგრაფიკი 2001 წლის 1 იანვარს  99-წლიანი ვადით შეიქმნა და ევროპის ნაციონალური ტოპოგრაფიის, საკადასტრო და მიწის რეგისტრაციის ორგანიზაციების ასოციაციას (NMCAS) წარმოადგენს. იგი ამჟამად 53 წევრისგან შედგება.
ევროგეოგრაფიკის წევრ ქვეყნებს შესაძლებლობა აქვთ, ევროპის მასშტაბით ერთობლივად განიხილონ სხვადასხვა საკითხები, განახორციელონ ცოდნისა და პრაქტიკის გაზიარება ნაციონალური ტოპოგრაფიის, საკადასტრო და მიწის რეგისტრაციის ორგანიზაციებში.

საქართველოდან ასამბლეას საჯარო რეესტრის წარმომადგნლები ესწრებიან.

ოფიციალური გადაწყვეტილება, საქართველოს ევროგეოგრაფიკში გაწევრიანების შესახებ, დღის ბოლოს გახდება ცნობილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი