ახალი ამბები

9 სკოლაში სწავლა შეწყდა, მეწყერი ჩამოწვა საცხოვრებელ სახლებთან, ჩაკეტილია გზები – სტიქიის შედეგები აჭარაში

12 ნოემბერი, 2015 • 1652
9 სკოლაში სწავლა შეწყდა, მეწყერი ჩამოწვა საცხოვრებელ სახლებთან, ჩაკეტილია გზები –  სტიქიის შედეგები აჭარაში

 

 

აჭარის მთავრობის ცნობით, სასწავლო პროცესი შეწყვეტილია შემდეგ სკოლებში:

 

 

ხელვაჩაურში: აჭარისაღმართის საჯარო სკოლაში,  სკოლასთან მისვლა პრობლემაა,  წაქცეულია ხეები;

 

 

სალიბაურის N1 საჯარო სკოლაში – დატბორილია სკოლის შენობა;

 

 

ქედქედის საჯარო სკოლაში –  წაქცეულია ხეები, დატეხილია ფანჯრები და მინები, ზოგიერთ საკლასო ოთახში დაზიანდა ჭერი;

 

 

ჩიქუნეთის საჯარო სკოლაში – სკოლასთან მისვლა პრობლემაა, დატეხილი და წაქცეულია ხეები; ჩხუტუნეთის საჯარო სკოლაში – სკოლასთან მისვლა პრობლემაა, დატეხილი და წაქცეული ხეების გამო; წინსვლის საჯარო სკოლაში – სკოლასთან მისასვლელი ხიდი წყალმა წაიღო (ხიდის რეაბილიტაცია მიდის, გვერდით იყო დროებითი ხიდი გაკეთებული და ის ხიდი წაიღო წყალმა);

ქედაში: სოფელ დანდალოს საჯარო სკოლაში – ძლიერმა ქარმა სკოლას ნაწილობრივ გადახადა სახურავი, დააზიანა ფანჯრები;

 

 

სოფელ ახოს №1 საჯარო სკოლაში – ძლიერმა ქარმა სკოლას ნაწილობრივ გადახადა სახურავი;

 

 

 სოფელ ცხმორისის საჯარო სკოლაში – ძლიერმა ქარმა სკოლას ნაწილობრივ გადახადა სახურავი;

ხულოში: რაქვთის საჯარო სკოლაში – ძლიერმა ქარმა სკოლას ნაწილობრივ გადახადა სახურავი.

საერთო პრობლემა – არ მიეწოდებათ შუქი, გათიშულია ჯეოსელის ქსელი.

 

უამინდობის გამო მეცადინეობა შეწყვეტილია შუახევის ზოგიერთ სკოლაშიც.  


ხელვაჩური

სოფელ ერგეში ე/წ ბაშკო ეკალაურში მოქალაქე რევაზ ზოიძის საცხოვრებელ სახლთან ჩამოვიდა მეწყერი;
– სოფელ ახალშენის მეურნეობაში მოქალაქე დათო სოლომონიძის საცხოვრებელ სახლის მეორე სართულის ხის ნაგებობა დაუზიანა, ოჯახი გადაყვანილია მეზობლად;
– სოფელ ქედქედში მოქალაქე ლუბა არჯევანიძის სახლთან ჩამოვიდა მეწყერი;
– სოფელ კირნათში მოქალაქე ასლან გაბიტაძის საცხოვრებელ სახლს ქარმა დაუზიანა სახურავი;
– სოფელ კირნათში დაზიანებულია ცენტრალური გზა;
– მაჭახლის ხეობაში და ასევე სოფელ ერგეს არ მიეწოდება ელექტროენერგია;
– სოფელ ქედქედში მოქალაქე მამუკა მსხალაძის, საცხოვრებელ სახლს დაეცა ხე დაზიანებულია სახურავი;
-.სოფელ ქედქედში მოქალაქე ქამილ შაშიკაძის საცხოვრებელ სახლს ძლიერი ქარის შედეგად აუხადა სახურავი;
-.სოფელ ქედქედში მოქალაქე გიორგი მსხალაძის ნალიას დაეცა ხე და დაზიანებულია სახურავი;
– სოფელ კაპრეშუმში მოქალაქე მერაბ მალაყმაძის საცხოვრებელ სახლთან დაზიანდა გაბიონი ოჯახი გადაყვანილია ნათესავთან;
– სოფელ მარადიდში დიდმანიძე მევლუდის საცხოვრებელ სახლს სრულად გადახადა სახურავი.

ქედა

 

დაბა ქედა – უნივერმაღის შენობას სახურავი გადახადა;

ძენწმნში აბაშიძე ემზარის სახლს სახურავი გადახადა;  ბერიძე შახზადის სახლს სახურავი აქვს გადახდილი; სოფლის ადიდებულმა მდინარემ მოხეთქა ხატიჯე ღოღობერიძის საკარმიდამო მიწის ნაკვეთი 15 მეტრის სიგრძეზე, რამაც საფრთხე შეუქმნა მის პირუტყვის სადგომს და სოფელ ორცვის სამანქანე გზაზე არსებულ ხიდს; ჩხეიძე ჩიტოს სახლს სახურავი აქვს გადახდილი; კორომხეთის გზაზე მეწყერია ჩამოწოლილი; შევაბურში გზაა ჩაკეტილი; მახუნცეთი – ძლიერმა ქარმა ჟოჟაძის, რეზო სურმანიძის სახლებს ახადა სახურავი; უჩხითის გზაზე მეწყერი იყო განვითარებული ( გზა ამ ეტაპისთვის გახსნილია) სინათლის ბოძებია წაქცეული; ზუნდაგაში მდინარე გადმოვიდა გზაზე, აკაციის ხეა წაქცეული; ქვედა მახუნცეთის ცენტრალურ გზაზე განვითარდა მეწყერი (გაიწმინდა); ქვედა მახუნცეთში ხუსეინ შარაბიძის გარაჟი წაიღო მეწყერმა; კურცხალიძე ახმედის სახლთან განვითარებულია მეწყერი ( ოჯახი გახიზნულია); ასლან შარაბიძის, კახიძე ჯემალის, მერაბ შარაბიძის და რეზო თავდგირიძის სახლთან მეწყერებია განვითარებული (გახიზნულია ოთხივე ოჯახი); მეწყერია გურჯოღლების უბანში; დოლოგანში 4 ოჯახია გახიზნული ძველი სკოლის შენობიდან; დატბორილია სავარგულები;


პირველი მაისი – მახარაძე მერაბის ნალიას და სახლს, წითელაძე შუქრი სახლის ნახევარს, გურგენიძე თემური სახლს და ბოსელს ძლიერმა ქარმა ახადა სახურავი; გურგენიძე ვახტანგის სახლს მეწყერი უქმნის საფრთხეს; სოფელი აგარა იყო ჩაკეტილი ( გახსნილია გზა); სამნიძეების უბანში 3 ადგილას მცირე მეწყერებია; თებიძე სულეიმანის ეზოში მიწის მასაა სახლზე მიყრილი; ლევან სამნიძის ეზოში ჩამოწვა მეწყერი; ყადიძე რიზმანის სახლთან მეწყერია ჩამოწოლილი და სახლს ბზარებია აქვს;

ოქტომბერი – ზაურ ჩხიკვაძის საცხოვრებელ სახლს ნაწილობრივ გადახადა სახურავი; ასლან მახარაძის მისასვლელ სახლთან ჩამოწვა მეწყერი და გზაა ჩახერგილი; აგოთაში დავით დუმბაძის ბოსელს და ნალიას გადახადა სახურავი;

გოგინიძეებში გზა თითქმის გაუვალია; ქვედა აგოთას უბანში მისასვლელი გზაა ჩახერგილი; აგოთაში იაშა დუმბაძის (არსენი) საცხოვრებელი სახლი ნაწილობრივ გადახდილია;

ზვარე – კვაშტაში კლუბს გადახადა სახურავი; ვაიოში ოთარ ლორთქიფანიძის სახლს გადახადა სახურავი; ზვარის დასაწყისში და სირაბიძეებში გზას აქვს პრობლემა (მანქანები მოძრაობენ);

წონიარისი – გოგიტიძე გენადის სახლს ნახევრად ახადა საურავი; აბუქეთაში სოფლის ცენტრში მეწყერია; ვარჯანისში შიდა გზაა ჩაკეტილი (ალტერნატიული გზა არის); ხასან ტაკიძის სახლთან მისასვლელ გზაზე მეწყერია; კვირიკაძე შუქრის საკარმიდამოში წყალია შემოჭრილი; ნავანებში დავით თედორაძის სახლს და ბოსელს სახურავი აქვს ახდილი;


შუახევი


ძლიერმა წვიმამ დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები; დაზიანდა 4 ქვესადგური;
– უმეტეს სოფელში დაზიანებულია საცხოვრებელი სახლების და სხვა შენობა-ნაგებობების სახურავები;
– დღვანის, ვანის, ხაბელაშვილების, უჩამბის მიმართულებით ჩაკეტილია საავტომობილო გზები;
სოფ, ტაკიძეებიდან, ჭვანიდან და გომარდულიდან უსაფრთხოების მიზნით გახიზნულია 3 ოჯახი.

 

ხულო

 

მეწყერი ჩამოწვა  ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის „კათხევას“ მონაკვეთზე, დიდი რიყეთის სოფლის გზაზე, სოფელ ზემო ვაშლოვანში გადაიხადა დათო და კაკო აბულაძეების საცხოვრებელი სახლები, ხოლო ზურაბ, ბადრი და იგორ აბულაძეების ბოსელს ნაწილობრივ გადახადა სახურავები. ფაჩხაში ბახმაროს დაწყებით სკოლას გადახადა მთლიანად სახურავი, ხოლო ნოდარ მახარაძის საცხოვრებელი სახლის სახურავი, სოფელ ქურდულში ნაწილობრივ ახადა ლომინაძე ავთანდილის სახლის სახურავი, სოფელ ბოძაურში მიხეილ გელაძის ბოსელის სახურავი, აგარაში არჩილ და იოსებ მგელაძეების სახლის სახურავები, მურმან და ნოდარ მგელაძეების ბოსლის სახურავები, რაქვთაში სკოლის სახურავის ნაწილი, წაბლანაში ზაურ საინიძის სახლის სახურავი მთლიანად გადახადა, კვატიაში ტარიელ და ტამაზ ხოზრევანიზეების სახურავის ნაწილი, ჩაოში გენად ცეცხლაძის სათივისა და დამხმარე ნაგებობების სახურავი, კორტოხში ამირან, მევლუდ, მუღემბერ პაქსაძეების სახლის სახურავის ნაწილი,ხოლო ომარ, როლანდ, თამაზ, სულიკო, პაქსაძეების ბოსლის სახურავი ნაწილობრივ, სოფელ პაქსაძეებში მთლიანად გადახდილია მერაბ შავაძის სახლის სახურავი, ნათელა პაქსაძის სახლის ნაწილი, სოფელ ბერლეთში ვიქტორ და გურამ კახაძეების სახლის სახურავის ნაწილი, მიხეილ შავაძის სათივე და ბოსელი.

 

ხულო-ახალციხის გზაზე განვითარებულია მეწყერული პროცესები, მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, მოძრაობა არ არის შეწყვეტილი; გოდერძის უღელტეხილზე არის თოვლი თოვლი, ნამქერი, ტექნიკა მუშაობს რომ არ ჩაიკეტოს მოძრაობა;

 

ბათუმში წყალი არ მიეწოდება ძველი ქსელის აბონენტებს.

 

ეს მონაცემები ჟურნალისტებს აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ნუგზარ სურმანიძემ 11 საათისთვის გააცნო, თუმცა მთავრობის ცნობით ინფორმაცია 10 საათისთვისაა გადამოწმებული და იგი ყოველ წუთში იცვლება. 

ბათუმის მერიის ინფორმაციით, [12 საათი] ბათუმში მოსულ უხვ ნალექსა და ძლიერ ქარს ქალაქისთვის მნიშვნელოვანი ზიანი არ მიუყენებია. 
ერთდროულად მოსულმა უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა რიგ ქუჩებზე,  ყველა სანიაღვრე არხი მუშაობდა სრული დატვირთვით. საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურში დაფიქსირდა 35 გამოძახება.  შპს ,,ბათუმის წყლის“ ცხელ ხაზზე გამოძახება არ დაფიქსირებულა.
შტორმის გამო იკეტებოდა ზღვაში გამსვლელი არხები, სადაც 24 საათიან რეჟიმში მუშაობდა სპეციალური ტექნიკა. ამჟამად ყველა არხი გაწმენდილია.
უკვე გასუფთავებულია შტორმის გამო დანაგვიანებული ზღვის სანაპირო ზოლი.
ძლიერმა ქარმა ქალაქის ტერიტორიაზე 10-მდე ხე წააქცია. მახინჯაურში ხის წაქცევამ დროებით შეაფერხა მოძრაობა ქობულეთი-ბათუმის საავტომობილო მაგისტრალზე. დაზიანდა რამდენიმე სახლის სახურავი.
ამ დროისთვის ქალაქის 13-ვე ადმინისტრაციულ ერთეულში სტაბულური მდგომარეობაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი