ახალი ამბები

რა შეზღუდვებია დაწესებული საქართველოს გზებზე ამინდის გაუარესების გამო

12 ნოემბერი, 2015 • • 1368
რა შეზღუდვებია დაწესებული საქართველოს გზებზე ამინდის გაუარესების გამო

დეპარტამენტის ცნობით, აღნიშნული საგზაო მონაკვეთი ჩქაროსნული გზის მშენებლობასთან დაკავშირებით დროებითი შემოვლითი გზის ფუნქციას ასრულებდა.

 

12 ნოემბრის მდგომარეობით, მოძრაობა გადართულია ზესტაფონი-ბაღდათი-ქუთაისის საავტომობილო გზაზე, ხოლო მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

 

”ადგილზე მუშაობს შესაბამისი სამსახურები და ტექნიკა. მეტეოროლოგიური პირობების გაუმჯობესებასთან ერთად, ჩატარდება ინტენსიური სამუშაოები და მოძრაობა ოპტიმალურად მოკლე დროში იქნება აღდგენილი”, – აცხადებს დეპარტამენტი.

 

რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი, ნამქერები, შეზღუდული ხილვადობა) გამო, კოდა – ფარცხისი – მანგლისი – წალკა – ნინოწმინდის საავტომობილო გზის 94 – 110 კმ-ზე (ნარდევანი–როდიონოვკა (ფარავანი)) მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძარობა.

 

თოვლისა და ლიპყინულის გამო, მცხეთა–სტეფანწმინდა ლარსის საავტომობილო გზის 80–136 კმ-ს მონაკვეთზე (მლეთა–რუსეთის საზღვარი) ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწეინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თვისუფალია.

 

დეპარტამენტის ცნობით, დიდთოვლობის გამო, ზუგდიდი–ჯვარი–მესტია–ლასდილის საავტომობილო გზის 70–188 კმ (ხაიში–უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

 

ინტენსიური თოვის, ქარბუქისა და შეზღუდული ხილვადობის გამო, ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის კმ106-კმ117 გოდერძის უღელტეხილის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

 

აღნიშნული რეჟიმებით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობითა და კოორდინაციით, აცხადებს საავტომობილო გზების დეპარტამენტი.

 

საგანგებო სიტუაციების სააგენტოს ცნობით, გადაუღებელმა წვიმამ და ქარმა დააზიანა შიდა ქართლი, სამცხე, გურია, აჭარა. გურიაში რამდენიმე სახლს გადახადა სახურავი და სახლების პირველი სართულები დაიტბორა. ხოლო აჭარაში დიდთოვლობის გამო ჩარჩენილი 50 ადამიანი გოდერძის უღელტეხილიდან გუშინ გამოიყვანეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი