ახალი ამბები

ახალი ოპოზიციური გაერთიანება პრეზენტაციისთვის ემზადება

11 ოქტომბერი, 2010 • • 1107
ახალი ოპოზიციური გაერთიანება პრეზენტაციისთვის ემზადება

ახალი ოპოზიციური გაერთიანება პრეზენტაციისთვის ემზადება.  ხვალ, დღის პირველ საათზე, ახალი ოპოზიციური   გაერთიანების ლიდერების პრესკონფერენციაა დაგეგმილი.

კოკა გუნცაძემ, ოპოზიციური გაერთიანების ერთ-ერთმა წევრმა, ნეტგაზეთთან საუბარში განაცხადა, რომ გაერთიანების წევრების და მიზნების შესახებ დეტალური ინფორმაცია ხვალამდე არ გავრცელდება.

დაუზუსტებელი ცნობით, რომელიც ქართულ მედიაში ვრცელდება, გაერთიანების წევრები იქნებიან: სოზარ სუბარი, ლევან გაჩეჩილაძე, ეროსი კიწმარიშვილი, ირაკლი ოქრუაშვილი და კოკა გუნცაძე.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი