ახალი ამბები

ე.წ. სამხრეთ ოსეთში რუსეთის დიპლომატიური წარმომადგენლობა განთავსდება

11 ოქტომბერი, 2010 • • 1045
ე.წ. სამხრეთ ოსეთში რუსეთის დიპლომატიური წარმომადგენლობა განთავსდება

დღეს რუსეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ერთმანეთს მოსკოვში შეხვდებიან და  ქვეყანაში დიპლომატიური წარმომადგენლობის განთავსების შესახებ დოკუმენტზე მოაწერენ ხელს, იტყობინება კავკაზსკი უზელი.

სამხრეთ ოსეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი მურატ ჯიოევი მოსკოვში იმყოფება, სადაც ის სერგეი ლავროვს შეხვდება. საუბრის თემა  რუსეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ურთიერთობები იქნება.

თავის მხრივ, რია ნოვოსტისთან საუბარში, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ელჩი რუსეთში დიმიტრი მედოევი  ამბობს, რომ განხილული იქნება ჟენევის დისკუსიების მომდევნო რაუნდის თემები.

კავკაზსკი უზელის ცნობით, რუსეთის საელჩო ე.წ. სამხრეთ ოსეთში უკვე ფუნქციონირებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი