ახალი ამბები

გილაური ამერიკაში მის ვიზიტს აფასებს

11 ოქტომბერი, 2010 • • 1045
გილაური ამერიკაში მის ვიზიტს აფასებს

პრემიერ მინისტრმა ნიკა გილაურმა აშშ-ში მისი  ვიზიტის შესახებ ისაუბრა.  გილაური, რომელიც აშშ–ს ფინანსთა მინისტრს შეხვდა, ამბობს, რომ საქართველოს მისამართით საერთაშორისო საფინანსო კორპორაციების დაფინანსება გაიზრდება. ამ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ოფიციალური ინტერნეტ გვერდი ავრცელებს.

“ამ ვიზიტს რამოდენიმე მიზანი ჰქონდა: პირველი, პოლიტიკური მხარდაჭერის გამყარება, რომელიც აშკარაა და გამოჩნდა კიდეც. მეორე, იმ ორგანიზაციებითან მუშაობა, რომლებიც თავიანთ პროექტებს თავად აფინანსებენ  და მესამე  – ის ჯგუფი ორგანიზაციებისა, რომელიც კერძო სექტორთან მუშაობს. რეალურად, ჩვენი მიზანი საქართველოს დაფინანსებაზე პოლიტიკური მხარდაჭერის მოპოვება იყო, რომლის შედეგადაც ეს ორგანიზაციები კერძო სექტორთან მუშაობას გააგრძელებდნენ,-”განაცხადა ნიკა გილაურმა აშშ-ს ფინანსთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ.

მასალების გადაბეჭდვის წესი