ახალი ამბები

ია ანთაძე GDS-ზე ახალ გადაცემას მოამზადებს

9 ნოემბერი, 2015 • • 2017
ია ანთაძე GDS-ზე ახალ გადაცემას მოამზადებს

“მხოლოდ ახლა, ოფიციალური ხელშეკრულების საფუძველზე, ვიწყებ თანამშრომლობას ტელეკომპანია GDS-თან და, ჩემს კოლეგებთან ერთად, ერთ-ერთი ახალი გადაცემის მომზადება მევალება. ეჭვი არ მეპარება და სწორადაც მიმაჩნია, რომ დღეიდან ჩემი ყველა საჯარო და საზოგადოებრივი აქტივობა განხილული იქნება ამ სიახლის გათვალისწინებით. იმედი მაქვს, რომ ბევრ თქვენგანთან ვითანამშრომლებ ახალ პროექტში, რომლის მთავარი მიზანი განსხვავებული მედიაკულტურის დამკვიდრებაა,” – წერს ია ანთაძე.

 

გადაცემა “2030”-ის მთავარმა პროდუსერმა ვასილ მაღლაფერიძემ “ნეტგაზეთს” უთხრა, რომ თოქშოუ გადაცემა “59 წამის” პროდiუსერი იქნება ია ანთაძე, ხოლო წამყვანი- ეკა ადეიშვილი.

 

ვასილ მაღლაფერიძის თქმით, თოქშოუ ყოველ კვირას გავა 21 საათზე ეთერში, ხოლო პირველი გადაცემა GDS-ზე 14 ნოემბერს გავა. გადაცემა შეეხება ყველა მნიშვნელოვან თემას.

 

“ჩვენ ძალიან კარგად ვითანამშრომლეთ მაშინ  და ამიტომ დავუძახეთ იას. ვთხოვეთ კიდევ თანამშრომლობა”, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.

 

ტელეკომპანია GDS-ისა და ჟურნალისტ ია ანთაძის ორგანიზაცია “სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის” ახალი ერთობლივი ტელეპროექტი – “მედიასტანდარტი” 29 მარტიდან GDS-ის ეთერში, ყოველ კვირას, 23:00 საათზე გადიოდა.

ია ანთაძე, ფოტო: რადიო თავისუფლება
ია ანთაძე, ფოტო: რადიო თავისუფლება

მასალების გადაბეჭდვის წესი