ახალი ამბები

ჩინეთისა და ტაივანის ლიდერების ისტორიული შეხვედრა 60 წლის შემდეგ

8 ნოემბერი, 2015 • • 1670
ჩინეთისა და ტაივანის ლიდერების ისტორიული შეხვედრა 60 წლის შემდეგ

როგორც ბრიტანული გამოცემა წერს, ჩინეთისა და ტაივანის პრეზიდენტებმა მოლაპარაკებების წინ ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს, რაც სიმბოლურია. შეხვედრის ადგილი, სინგაპური, წარმოადგენდა ნეიტრალურ ტერიტორიას. 

 

ჩინეთი ტაივანს განიხილავს, როგორც ერთ-ერთ პროვინციას, მაგრამ ტაივანის მოსახლეობის უმეტესობა თვლის, რომ დამოუკიდებლები არიან. ტაივანისა და ჩინეთის ლიდერების შეხვედრის პარალელურად, ტაივანის დედაქალაქში, ტაიბეიში საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა.

 

ჩინეთის პრეზიდენტმა ქსი ჯინპინგმაб განაცხადა, რომ ისინი ერთი ოჯახი არიან. ტაივანის პრეზიდენტმა, მა ინგ-იომ აღნიშნა, რომ ეს შეხვედრა ისტორიულია და მნიშვნელოვან ფურცლად დარჩება ისტორიაში.

 

”ორივე მხარე ვალდებულია დააფასოს ერთმანეთის ღირებულებები და ცხოვრების გზა,” – განაცხადა მა ინგ-იომ.

 

ბრიტანული გამოცემის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ ტაივანის ლიდერმა შეხვედრას შეიძლება ”მეგობრული და პოზიტიური” უწოდო, ვერც ერთ მთავარ საკითხზე ვერ მიაღწიეს შეთანხმებას.

 

ორი მხარე ერთმანეთს 1949 წელს გამოეყო, როცა სამოქალაქო ომის დროს კუმინტანგი დამარცხდა ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან და ჩამოაყალიბა ახალი მთავრობა ტაივანში.

როგორც კარიშამა ვასუანი სინგაპურიდან იტყობინება, ეს იყო
როგორც კარიშამა ვასუანი სინგაპურიდან იტყობინება, ეს იყო ‘ხელის ჩამორთმევა ისტორიული წიგნებისთვის’. 07.11.2015. ფოტო: EPA/FAZRY ISMAIL

ტაივანისა და ჩინეთის ლიდერების შეხვედრის საწინააღმდეგო პროტესტზე მყოფი ტაივანელი, ხელში ბანერით. ტაიბეი, ტაივანი. 07.11.2015. ფოტო: EPA/RITCHIE B. TONGO
ტაივანისა და ჩინეთის ლიდერების შეხვედრის საწინააღმდეგო პროტესტზე მყოფი ტაივანელი, ხელში ბანერით. ტაიბეი, ტაივანი. 07.11.2015. ფოტო: EPA/RITCHIE B. TONGO

როგორც კარიშამა ვასუანი სინგაპურიდან იტყობინება, ეს იყო
როგორც კარიშამა ვასუანი სინგაპურიდან იტყობინება, ეს იყო ‘ხელის ჩამორთმევა ისტორიული წიგნებისთვის’. 07.11.2015. ფოტო: EPA/WALLACE WOON

შეხვედრის ადგილი, სინგაპური, წარმოადგენდა ნეიტრალურ ტერიტორიას. 07.11.2015. ფოტო: EPA
შეხვედრის ადგილი, სინგაპური, წარმოადგენდა ნეიტრალურ ტერიტორიას. 07.11.2015. ფოტო: EPA

მასალების გადაბეჭდვის წესი