ახალი ამბები

სალია: ვეცადეთ მაქსიმალურად აგვერიდებინა ტელეკომპანია იმ მოვლენებს, რომლებიც იგეგმებოდა

6 ნოემბერი, 2015 • 1380
სალია:  ვეცადეთ მაქსიმალურად აგვერიდებინა ტელეკომპანია იმ მოვლენებს, რომლებიც იგეგმებოდა

“ჩვენ აღნიშნული მოთხოვნით სასამართლოს მივმართეთ 4 ნოემბერს შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე.  იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ ტელეკომპანია რეალურად იმართება მესამე პირის მიერ. ტელეკომპანია დავალებებს იღებს მესამე პირებისგან, რომლებსაც არავითარი კავშირი არა აქვს არც სამართლებრივად და არც რაიმე სხვა სახით”, – განაცხადა სალიამ პრესკონფერენციაზე, რომელსაც ასევე ესწრება მოსარჩელე ქიბარ ხალვაში და სასამართლოს განჩინებით დანიშნული რუსთავი 2-ის დროებითი მმართველები, რეზო საყევარიშვილი და დავით დვალი.

სალიას განმარტებით, სწორედ მესამე პირების მითთებები გახდა  ერთ-ერთი საფუძველი იმისა, რომ  მხარეს მიემართა სასამართლოსთვის სასამართლო გადაწყვეტილების უზრუნველყოფის მიზნით.  

 

სალია აცხადებს, რომ  ეს არ არის დაუყოვნებელი აღსრულება  და მისი განმარტებით, ვრცელდება არასწორი ინფორმაცია საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით.

“ჩვენ პატივს ვცემთ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, საკონსტიტუციო სასამართლომ შეაჩერა სამოქალაქო  საპროცესო კოდქსის 268 -ე მუხლის მოქმედება,  რომელიც კრძალავდა განსაკუთრებულ შემთხვევებში დაუყოვნებლივ აღსრულებას.  თუმცა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 271-ე მუხლი ითვალისწინებს  გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფას. ანუ იმ გადაწყვეტილებისა, რომელიც ჯერ არ არის მიქცეული დაუყოვნებლივ აღსასრულებლად. სწორედ ეს საპროცესო შესაძლებლობა გამოიყენა ჩვენმა მხარემ , რომ მაქსიმალურად არიდებული იქნეს ტელეკომპანია იმ მოვლენებს, რომელიც იგეგმებოდა”, – განაცხადა სალიამ.  

 

“ჩვენი მიზანია, რომ ტელეკომპოანიის ფუნქციონირება გაგრძელდეს ჩვეულ რეჟიმში, ეს ცვლილება, რომელიც განხიორციელდა და დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში, არანაირად არ ითვალისწინებს ჟურნალისტური საქმიანობის შეფერხებას”, – განაცხადა სალიამ.

 

5 ნოემბერს მოსამართე ურთმელიძემ სასამართლო განჩინებით უფლებამოსილება შეუჩერა ტელეკომპანია “რუსთავი 2 “- ის დირექტორს და ფინასურ მენეჯერს და დროებით მმართველებად დანიშნა რეზო საყევარიშვილი, ტელეკომპანია “იმედის” ყოფილი გენერალური დირექტორი, და დავით დავლი, ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” ერთ-ერთი ყოფილი მფლობელი, რომელმაც არხის წილების დასაბრუნებლად 2012 წელს პროკურატურაში სარჩელი შეიტანა.  

მასალების გადაბეჭდვის წესი