ახალი ამბები

“ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩის” პირველი ოფისი ქუთაისში გაიხსნა

5 ნოემბერი, 2015 • 3709
“ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩის”  პირველი ოფისი ქუთაისში გაიხსნა

“ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩის” ფეისბუკის გვერდზე საუბარია სიახლეებზე, რომელსაც პარტია მოქალაქეებს შესთავაზებს. კერძოდ, აღნიშნულია, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის იქნება ღია საპარლამენტო სია, სიაში მოხვედრის გასაგები და გამჭვირვალე კრიტერიუმები, რომლის შესახებაც ინფორმაცია 2015 წლის 1 დეკემბერს გამოქვეყნდება; მხარდამჭერების იდეებისა და ინიციატივების საპარლამენტო მხარდაჭერას მომდევნო 1 წლის განმავლობაში; საარჩევნო პროგრამას ტყუილი დაპირებების გარეშე; საოფისე მხარდაჭერას რეგიონულ ცენტრებში და ა.შ.

 

ფეისბუკის გვერდზე საუბარია მათზეც, ვისაც “ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩი” არ მიიღებს:

 

“ვის არ ვიღებთ და არ ვეხმარებით: ფაშისტებს, ჰომოფობებს, ქსენოფობებს, პროოკუპანტებს”

 

გარდა ამისა, პარტიის განცხადებით, მათთვის მოქალაქეებთან ძირითადი საკომუნიკაციო პლატფორმა იქნება სოციალური ქსელები და თანამედროვე ტექნოლოგიები.

“ჩვენ შევქმნით პირველ პარტიას საქართველოში, რომელიც პარლამენტში შევა ძირითადად თანამედროვე საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით,”– აცხადებენ ისინი.


“ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩი”  ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან 2015 წლის მაისში წასულმა დეპუტატებმა – ზურაბ ჯაფარიძემ, პავლე კუბლაშვილმა, გოგა ხაჩიძემ და გიორგი მელაძემ შექმნეს. 

 



დღეს ქუთაისში გაიხსნა “ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩის” ოფისი. მადლობას ვუხდით თემურ ცამციშვილს და მხარდამჭერ ქუთათურებს.

Posted by ახალი პოლიტიკური ცენტრი New Political Center on Thursday, November 5, 2015

 

მასალების გადაბეჭდვის წესი