ახალი ამბები

ნარმანია საცობებზე: სანქცია დაეკისრება ყველა კომპანიას, რომელიც ვალდებულებას დაარღვევს

4 ნოემბერი, 2015 • 1080
ნარმანია საცობებზე: სანქცია დაეკისრება ყველა კომპანიას, რომელიც ვალდებულებას დაარღვევს

კერძოდ, ნარმანიას თქმით,  რამდენიმე კომპანიასთან გაწყდა მოქმედი ხელშეკრულება და მკაცრი ფინანსური სანქციები გატარდა. იმ მონაკვეთებზე კი, სადაც დარჩენილია სამუშაოები, გამარტივებული ელექტრონული ტენდერი გამოცხადდა და უახლოეს დღეებში გაგრძელდება სამუშაოები.

 

“აქვე მინდა, ამ კომპანიების ნაცვლად ჩვენ გადაგიხადოთ ბოდიში,”– განაცხადა მან.

 

თბილისის მერის განცხადებით, გადატვირთული გზებისა და საცობების ერთ-ერთი მთავრი გამომწვევი მიზეზი სწორედ კონტრაქტორი კომპანიების მხრიდან ვალდებულების შესრულების ვადების გადაცილებაა, რაც ბოლო დროს განსაკუთრებით გახშირდა.

 

“ყველა იმ კომპანიის მიმართ, რომელიც ნაკისრ ვალდებულებას დაარღვევს, განსაკუთრებით კი ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესრულების ნაწილში, მყისიერად გატარდება კანონით დადგენილი ზომები და დაეკისრებათ შესაბამისი სანქციები. ამასთან, უკვე გამოაცხადდა ახალი, გამარტივებული ელექტრონული ტენდერი და გამარჯვებული კომპანია ხელშეკრულების გაფორმებისთანავე ინტენსიურ რეჟიმში დაიწყებს მუშაობას შესაბამის ობიექტებზე,” – განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ. 

 

გარდა ამისა, ნარმანიას განცხადებით, თბილისის ქუჩებში მოძრაობის განტვირთვის მიზნით შემუშავდა დასუფთავების მანქანების გადაადგილების ახალი გეგმა: ცენტრალურ რაიონებში, სადაც  ინტენსიური მოძრაობაა, დილის 8:30 საათიდან – 10:30 საათამდე და საღამოს 17:30-დან – 20:30 საათამდე დასუფთავების მანქანები არ იმოძრავებენ.   

თბილისის მერი დავით ნარმანია
თბილისის მერი დავით ნარმანია

მასალების გადაბეჭდვის წესი