ახალი ამბები

სოფო ნიჟარაძე: მიხეილ სააკაშვილთან ჩემი საუბრის ჩანაწერი ფაბრიკაციაა

3 ნოემბერი, 2015 • • 2012
სოფო ნიჟარაძე: მიხეილ სააკაშვილთან ჩემი საუბრის ჩანაწერი ფაბრიკაციაა

“მე, როგორც კანონმორჩილი მოქალაქე, მოვედი აქ და მზად ვარ გავცე კითხვებს პასუხები. უბრალოდ, საინტერესოა, რა  კითხვები იქნება, რა შეიძლება ეს იყოს. არ ვიცი, დეტალებს შემდეგ გაგაცნობთ… ეს სატელეფონო ჩანაწერები არის ფაბრიკაცია”, – უთხრა ჟურნალისტებს სოფო ნიჟარაძეს მოდულის შენობასთან.

 

ნიჟარაძის თქმით, როგორც მეგობარი, ისე ესაუბრებოდა ყოფლ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს. მომღერალი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაკითხვაზე 12 საათზე მივიდა, რომელიც ამ დროიმდე [14:40] გრძელდება.

 

სოფო ნიჟარაძემ გუშინ ფეისბუქზე დაწერა, რომ გამოქვეყნებული ჩანაწერები რუსული ფსბ-ს მიერ დამონტაჟებული სიყალბეა.

“ფსბ-ს დამონტაჟებულ სიყალბეზე სერიოზული კომენტარის გაკეთება სრულ სისულელედ მიმაჩნია, გასაგებია, რის გაკეთებასაც ცდილობენ, უნდათ ღირსება შეგვილახონ და რაც კიდევ უფრო მძიმეა, ტალახში ამოსვარონ ქვეყნის იმიჯი!
რაც შეეხება ნოდარ მელაძეს, ის არის საუკეთესო ჟურნალისტი, ამავე დროს ის ჩემი მეგობარია, მე ის მიყვარს და იმედია ამ ფაბრიკაციამ არ შელახა მისი ღირსება! ვადასტურებ ჩემს სოლიდარობას და მხარდაჭერას რუსთავი ორის მთელი კოლექტივის მიმართ!”, – წერს ნიჟარაძე.

 

სუს-ში დაკითხვაზე 15 საათზე უნდა მივიდეს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თემურ ჯანაშია. მისი თქმით, მზადაა თანამშრომლობისთვის და გამოძიების ყველა კითხვაზე პასუხის გაცემისთვის.

 

ნიჟარაძისა და ჯანაშიას დაბარება უკავშირდება იმ ჩანაწერის გამოქვეყნებას, რომლის მიხედვითაც, სოფო ნიჟარაძე საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ესაუბრება. ჩანაწერი გუშინ გამოქვეყნდა უკრაინულ საიტზე.

 

ჩანაწერის მიხედვით, ისინი საუბრობენ რუსთავი 2-ის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე.

 

გუშინვე გავრცელდა მეორე ჩანაწერი მიხეილ სააკაშვილსა და ”რუსთავი 2-ის გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიას შორის. გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ ეს ჩანაწერი დამონტაჟებულია.

 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება სისხლის სამარლის კოდექსის 315-ე მუხლის მიხედვით 24 ოქტომბერს გამოძიება დაიწყო, რაც გულისხმოსბ შეთქმულებას სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად და ხელში ჩასაგდებად.

 

23 ოქტომბერს უკრაინულმა ვებ-გვერდმა wikileaks.center-მა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და უშიშროების ყოფილი მდივნის, გიგა ბოკერიას საუბრის სტენოგრამა გაავრცელა, სადაც ყოფილი მაღალჩინოსნები საქართველოში სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავენ. უცნობია, რამდენად ავთენტურია ჩანაწერი. ჩანაწერის შესახებ ინფორმაცია გუშინ ქართულ მედიაში გავრცელდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი