ახალი ამბები

ვინ მიულოცა დაბადების დღე პუტინს

7 ოქტომბერი, 2010 • • 1062
ვინ მიულოცა დაბადების დღე პუტინს

რუსეთის პრემიერ მინისტრი ვლადიმერ პუტინი დღეს 58 წლის გახდა. მინისტრის კაბინეტის პრესცენტრი იმ თანამდებობის პირებზე ავრცელებს ინფორმაციას, რომლებმაც პუტინს დაბადების დღე მიულოცეს.

დღეს ვლადიმერ პუტინმა სატელეფონო ზარები, მილოცვებით, აზერბაიჯანისა და უკრაინის პრეზიდენტებისგან, ასევე უკრაინის, სომხეთის და ყაზახეთის პრემიერ მინისტრებისგან მიიღო.

პუტინს დაბადების დღე მისმა მოლდოველმა კოლეგემაც მიულოცა.

როგორც რია ნოვოსტი წერს, მიუხედავად რუსეთსა ხელისუფლებასა  და ბელორუსიის პრეზიდენტს შორის ბოლოდროინდელი დაძაბული ურთიერთობისა, ამ უკანასკნელმა პრემიერ მინისტრს მილოცვის წერილი გაუგზავნა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი