ახალი ამბები

საკრებულოს წევრი შორაპანში სტალინის ძეგლის აღებისას წინააღმდეგის გაწევის გამო დააკავეს

2 ნოემბერი, 2015 • • 1623
საკრებულოს წევრი შორაპანში სტალინის ძეგლის აღებისას წინააღმდეგის გაწევის გამო დააკავეს

შსს-ს განმარტებით, გოჩალეიშვილი ადმინისტრაციულ სამართლადარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის მიხედვითაა დაკავებული, რაც იწვევს დაჯარიმებას 250 ლარიდან 2000 ლარამდე, ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.

 

საკრებულოს წევრი პოლიცეილებს წინააღმდეგობას მაშინ უწევდა, როდესაც ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობა სტალინის ძეგლს იღებდა.

 

ზესტაფონის გამგეობის განმარტებით, ძეგლი აღებულია, რადგან კანონის მოთხოვნების დაცვის გარეშე საკრებულოს წევრის კობა გოჩალეიშვილის ინიციატიით დაამონტაჟეს. გამგეობა განმარტავს, რომ სტალინის ძეგლის აღმართვა ეწინააღმდეგეგბა ”თავისუფლების ქარტიას”, რომლის მიხედვით, ტოტალიტარული რეჟიმისა და იდეოლოგიის სიმბოლიკის არსებობა კანონსაწინაღმდეგოა.

 

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ტარიელ თუთარაშვილმა ”ნეტგაზეთს” დღეს დილით განუცხადა, რომ სტალინის ძეგლი საკრებულოს დეპუტატ კობა გოჩელეიშვილის ინიციატივით აღმართეს და მალე მას მოხსნიდნენ.

სტალინის ძეგლის დემონტაჟი სოფელ შორაპანში. 02.11.2015. ფოტო: ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის ვიდეოკადრი
სტალინის ძეგლის დემონტაჟი სოფელ შორაპანში. 02.11.2015. ფოტო: ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის ვიდეოკადრი

მასალების გადაბეჭდვის წესი