ახალი ამბები

ცესკო: საარჩევნო პროცესებმა ძირითადად მშვიდ ვითარებაში ჩაიარა

1 ნოემბერი, 2015 • • 1380
ცესკო: საარჩევნო პროცესებმა ძირითადად მშვიდ ვითარებაში ჩაიარა

“საგარეჯოს N13 საარჩევნო უბანზე კომისიას არ მიეცა საშუალება ემუშავა მშვიდ გარემოში. ამის გამო შემაჯამებელი ოქმი ცესკოს მიეწოდა დაგვიანებით, რომელიც დაუყონებლივ აიტვირთა ვებ-გვერდზე,”- აცხადებს მიქელაძე.

 

კომისიაში აცხადებენ, რომ ყველა დანარჩენი უბნიდან ცესკომ დროულად მიიღო ხმის მიცემის შემაჯამებელი ოქმები.

 

ანა მიქელაძის თქმით, დღეს ცესკო-ში არ არის დაგეგმილი კომისიის სხდომა და ინფორმაციას ამასთან დაკავშირებით სიცრუეა.

 

“კომისიის სხდომა ტარდება მხოლოდ კანონით დადგენილ ვადებში. კომისიაში არც იგეგმებოდა და ვერც ჩატარდებოდა სხდომა, ვინაიდან კანონით დადგენილ წესით და ვადაში ამ ეტაპზე საჩივრები ჯერ წარედგინება და განიხილება მხოლოდ საოლქო საარჩევნო კომისიებში და შემდგომ სასამართლოში,” – აცხადებს ანა მიქელაძე.

 

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ამ დროისათვის მარტვილსა და საგარეჯოში “ქართული ოცნების” კანდიდატები ლიდერობენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი