ახალი ამბები

დიმიტრი შაშკინის სამუშაო ვიზიტი ესტონეთში

7 ოქტომბერი, 2010 • • 1099
დიმიტრი შაშკინის სამუშაო ვიზიტი ესტონეთში

დიმიტრი შაშკინი სამუშაო ვიზიტით ესტონეთში იმყოფება.საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი  ესტონეთის რესპუბლიკის განათლებისა და კვლევების მინისტრს ტონის ლუკასს შეხვდა.

საუბრის თემა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოსა და ესტონეთს შორის საინფორმაციო ტექნოლოგიების და საინჟინრო სფეროში გამოცდილებების გაცვლასა და თანამშრომლობის დაწყება იყო.

სამინისტროს ინფორმაციით, ესტონეთის რესპუბლიკა საქართველოს  ევროკავშირის პროგრამის – ,,ლეონარდო და ვინჩის’’  განხორციელებაში დაეხმარება.

,,ლეონარდო და ვინჩი”   ევროპული კომისიის მიერ დაფინანსებული პროგრამაა, რომელიც  პროფესიულ სწავლებასა და გადამზადებაში ჩართული ხალხის მეცადინეობისა და ტრენინგის საჭიროებებზეა მიმართული. იგი  ევროპული კომისიის ,,მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლის 2007-2013 წლების” პროგრამის ნაწილია და მისი მიზანი ევროპის მასშტაბით კვალიფიციური კადრების მომზადებაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი