ახალი ამბები

სესიაშვილი თოფაძეზე: პარლამენტში იმდენი მიშისტია, რომ ერთი სტალინისტით არაფერი დაშავდება

27 ოქტომბერი, 2015 • • 1233
სესიაშვილი თოფაძეზე: პარლამენტში იმდენი მიშისტია, რომ ერთი სტალინისტით არაფერი დაშავდება

“საქართველოს პარლამენტში იმდენი მიშისტია, რომ ერთი სტალინისტი რომ იყოს, არაფერი არ დაშავდება, მერწმუნეთ”, – განუცხადა “კურიერს” პარლამენტარმა ირაკლი სესიაშვილმა.

 

თოფაძის მოსაზრებით, სტალინი გენიალური პიროვნებაა და მალე ყველა მიხვდება ამას. თოფაძის პროგმოზით, მალე ყველა კაბინეტში სტალინის სურათს დაკიდებენ.

 

იოსებ სტალინი საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის გენერალური მდივანი იყო 30 წლის განმავლობაში. მისი მმართველობის პერიოდში საბჭოთა კავშირში მასობრივი რეპრესიები განხორციელდა, რომელმაც ათეულ მილიონობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

 

სტალინის მმართველობის პერიოდში ციმბირში არსებობდა “გულაგები”- სპეციალური შრომით-გამასწორებელი ბანაკები, სადაც პოლიტიკურად არასაიმედო ადამიანებს გადასახლებით სჯიდნენ.

 

სტალინის რეპრესიები საქართველოსაც შეეხო, როგორც საბჭოთა კავშირის ერთ-ერთ რესპუბლიკას. ამიტომაც, დამოუკიდებელ საქართველოში სტალინის მსხვერპლთა რეაბილიტაციისთვის სახელმწიფომ კომპენსაცია დააწესა.

 

კომუნისტური ტოტალიტარული სიმბოლიკის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს დეკლარირებული პოლიტიკაა. საქართველოს მიღებული აქვს კანონი “თავისუფლების ქარტიის” შესახებ, რომლის მიზანთა შორის არის  “საბჭოთა და ფაშისტური იდეოლოგიების საფუძვლების გაღვივების წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიებების განხორციელება, საბჭოთა და ფაშისტური სიმბოლიკების, საკულტო ნაგებობების, ძეგლების, მონუმენტების, ბარელიეფების, წარწერების, ქუჩების, მოედნების, სოფლებისა და დაბების სახელწოდებების აღმოფხვრა, ასევე საბჭოთა და ფაშისტური იდეოლოგიების მატარებელი და პროპაგანდის სხვა საშუალებების აკრძალვა”.

ირაკლი სესიაშვილი
ირაკლი სესიაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი