ახალი ამბები

პრეზიდენტი 27 ოქტომბერს ქიბარ ხალვაშს შეხვდება

26 ოქტომბერი, 2015 • • 1205
პრეზიდენტი 27 ოქტომბერს ქიბარ ხალვაშს შეხვდება

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე რუსთავი 2″-თან და მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელებენ.

 

ქიბარ ხალვაშს ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის დაბრუნება სურს და ტელევიზიის ამჟამინდელი მფლობელების წინააღმდეგ სასამართლოს მიმართა.

 

ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ და პოლიტიკოსების ნაწილმა ეს მოვლენები პოლიტიკურ ზეწოლად მიიჩნიეს, რომლის უკან საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი დგას და მოსამართლე ურთმელიძისა და სასამართლოს მიუკერძოებლობა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა.

 

სასამართლო დავა გადამწყვეტ ფაზაშია და მოსამართლე უახლეს პერიოდში გამოაცხადებს გადაწყვეტილებას იმ ფონზე, როდესაც ტელევიზიის ნაწილი დაყადაღებულია. იმართება აქციები რუსთავი 2-ის დასაცავად. ამას თან დაერთო წამების კადრების ხელახალი გამოყვექნება და პოლტიკური სპექტრის პოლარიზება.

 

23 ოქტომბერს გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ ქვეყანაში არის დაძაბული პოლიტიკური ვითარება და ამ მდგომარეობის განსამუხტავად პოლიტიკოსებს, არასამთავრობოებს, დოპლომატიურ კორპუსსა და მედიის წარმომადგენლებს შეხვდება.

 

დღეს გიორგი მარგველაშვილი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილს შეხვდა

მასალების გადაბეჭდვის წესი