ახალი ამბები

გამოხმაურებები გათხოვებით “ბედნიერების მომტანი” ფასიანი ტრენინგების სერვისზე თბილისში

26 ოქტომბერი, 2015 • 1911
გამოხმაურებები გათხოვებით “ბედნიერების მომტანი” ფასიანი ტრენინგების სერვისზე თბილისში

“ტრენინგ-ცენტრი “ბედნიერი ქალი” გეპატიჟებათ ტრენინგზე “გათხოვება მინდა ან როგორ გავხდე ბედნიერი და წარმატებული ქალი” მსგავსი პრეცედენტი საქართველოში არ არსებობს. მიიღებთ საინტერესო და სასარგებლო რჩევებს თუ როგორ გახდეთ ბედნიერები და წარმატებულები. გვექნება როგორც თეორიული კურსი, ასევე პრაქტიკულიც. ტრენინგის მოკლე შინაარსი: რას აქცევს ყურადღებას მამაკაცი ქალთან შეხვედრის დროს? რა არის მთავარი პირველ შეხვედრაზე? როგორ ავირჩიოთ ღირსეული მამაკაცი? რა ნაბიჯები გადავდგათ რომ თავი შევაყვაროთ? საკუთარ თავზე მუშაობა და წარმატების გზით სიარული ყველა კითხვაზე პასუხები ჩვენს ტრენინგზე!” – წერია ტრენინგის ანოტაციაში.

 

ტრენინგების შესახებ, მისმა ინიციატორმა და ტრენერმა, მაია ჩადუნელმა, ნეტგაზეთს განუცხადა, რომ მსგავსი ტიპის ტრენინგები აუცილებელია ქალებისთვის.

 

“მსოფლიოში არსებობს ასეთი ტიპის ტრენინგები, როგორ გახდნენ წარმატებულები და ბედნიერები, სამწუხაროდ, ჯერ საქართველოში არ არის. რა დააშავეს ჩვენმა ქალბატონებმა და რატომ არ უნდა გავაკეთო მათთვისაც. ვასწავლით, როგორ გახდნენ ბედნიერები. ქალისთვის წარმატება და ბედნიერება ხშირ შემთხვევაში გათხოვებაა,” – ამბობს ტრენერი. 

 

მისივე თქმით, პირადად მან, ერთი წლის წინ, სხვა ქვეყანაში მსგავსი ტიპის ტრენინგის გავლის შემდეგ, “ცოლობის უკვე სამი შეთავაზება” მიიღო.  

 

როგორც ჩადუნელი ამბობს, ქალებისთვის განკუთვნილი ტრენინგების დროს, საქართველოში ცნობილ მამაკაცებს, მაგალითად, მსახიობებს მოიწვევს და ქალებს შესაძლებლობა ექნებათ მათ კითხვები დაუსვან. 

 

გარდა ამისა, როგორც ტრენერი ამბობს, თეორიასთან ერთად, მონაწილეებისთვის პრაქტიკული კურსიცაა გათვალისწინებული:

 

“მაგალითად, ვასწავლით მათ გაღიმებას. პოზიტივზე ვიმუშავებთ. ჩაცმულობაზე, ვარცხინლობაზე – ქალი არ უნდა გამოიყურებოდეს ვულგარულად. არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს მამაკაცზე აქტიური, რაც ძალიან ხშირად ხდება ხოლმე საქართველოში. არსებობს ოქროს შუალედი, რასაც არ უნდა გადააბიჯოს ქალმა. ჩვენ თავის დროზე სამწუხაროდ, ეს ქცევის წესები არავინ გვასწავლა”.

 

მისი თქმით, დაანონსებულ ტრენინგს უკვე დიდი გამოხმაურება აქვს მსურველთა მხრიდან.  

 

კითხვაზე, გეგმავენ თუ არა, ტრენინგების ჩატარებას კაცებისთვის, როგორ მოაწონონ თავი ქალს, ის ამბობს, რომ ასეთი ტრენინგები გათვალისწინებულია, თუმცა, “ჯერ ქალებით ვიწყებთ, ქალები რომ ბედნიერი იქნებიან, ავტომატურად, მამაკაცებიც ბედნიერები ხდებიან”.

 

ძალიან მინდა მჯეროდეს, რომ ხუმრობთ და ყალბი ივენთია. ძალიან.

Posted by Anna Gvarishvili on Monday, 26 October 2015

 

მაინტერესებს, საერთო ექაუნთის გაკეთებას თუ გვასწავლით?

Posted by Ann Lobzhanidze on Monday, October 26, 2015

 

კატეგორიულად მოვითხოვ უპირატესობა მიანიჭოთ მათ, ვინც აქამდე არასდროს ყოფილა გათხოვილი. ხომ უნდა აღდგეს ბოლოს და ბოლოს ქვეყანაში სამართლიანობა?

Posted by Nino Natroshvili on Monday, October 26, 2015

 

ჯეკ ქალბატონებისთვისო ?ხანში შესული მამაკაცები არ უხსენებიათ. :3

Posted by მარიამ ორიონ მუთიძე on Monday, 26 October 2015

 

ომლეტის კეთების ერთადერთ სპეციალისტი მე ვარ ქვეყანაში და თქვენ ნმანდ რას ასწავლით ვერ გავიგე.

Posted by Goga Saparashvili on Monday, 26 October 2015

 

მაინტერესებს თუ ასწავლით გოგონებს რომ ურთიერთობა არ უნდა იწყებოდეს ჟინით და მთავრდებოდეს ძღომით?

Posted by Lili Mamulashvili on Monday, October 26, 2015


სამწუხაროდ, თეოდორ გიგნაძის ლექციაზე ვიმყოფები, თორემ აუცილებლად მოვიდოდი.

Posted by სალომე ზანდუკელი on Monday, October 26, 2015

 

და რაც მთავარია, ისე როგორ გავთხოვდეთ რომ ქმარმა არ მოგვკლას მაგას თუ გვასწავლით?

Posted by Ana Kostava on Monday, October 26, 2015

მასალების გადაბეჭდვის წესი