ახალი ამბები

აჭარის განათლების მინისტრი მისი მოადგილის მიერ წამების კადრების გავრცელებაზე

22 ოქტომბერი, 2015 • 1164
აჭარის განათლების მინისტრი მისი მოადგილის მიერ წამების კადრების გავრცელებაზე

 

 

აჭარის განათლების მინისტრი

 

„ბათუმელების“ კითხვაზე, რამდენად მისაღებია მისთვის, როგორც განათლების მინისტრისთვის, მისი მოადგილის მხრიდან წამების კადრების ტირაჟირება, მინისტრი ამბობს:

 

„არ ვიცი, მე არ მინახავს მისი გაზიარებული კადრები, თუმცა ეს მისი გადასაწყვეტია. ის არ არის იმ ასაკიში, რომ დავაყენო და რაღაც ვურჩიო, ასე ჯობია თუ ისე ჯობია. განათავსებენ თუ არ განათავსებენ ადამიანები ამ ვიდეოებს, ეს მათი გადასაწყვეტია. მე, პირადად არ ვარ ამ კადრების გავრცელების მომხრე“, – აცხადებს მინისტრი.

 

გიორგი თავამაიშვილი დასძენს: „ორი მიდგომაა, – ერთი ნაწილი თვლის, რომ ხალხმა უნდა იცოდეს, რა ხდებოდა და მეორე ნაწილი თვლის, რომ ამან შეიძლება ცუდად იმოქმედოს ადამიანების ფსიქიკაზე და უფრო მტრულად განაწყოს ისინი. მე არ ვიცი, რომელია სწორი. მაგრამ მე პირადად არ ვარ იმის მომხრე, რომ ეს კადრები ყველამ ნახოს“.    

მასალების გადაბეჭდვის წესი