ახალი ამბები

გვარამია: პირი, რომელსაც დავასახელებ, შემონათვალს გადმომცემდა

22 ოქტომბერი, 2015 • • 1124
გვარამია: პირი, რომელსაც დავასახელებ, შემონათვალს გადმომცემდა

“ვაპირებ დაკითხვაზე წასვლას და ვაპირებ იმ პირის დასახელებას. პირდაპირ გეუბნებით, რომ გამოძიება არ იქნება. სრული ნონსენსია ეს. პირი, რომელსაც მე დავასახელებ, რა თქმა უნდა, ის თვითონ არ მემუქრება თავისთავად, ცხადია. ის არის ჩემი მეგობარიც და მთავრობის მეგობარიც და ის უბრალოდ შემონათვალს გადმომცემს. ეს პირველი შემთხვა არ არის, ბევრი შემთხვევაა და ეს პირი ჩემთან საურთიერთობოს, პირდაპირ აქვე გეუბნებით თქვენ, პირდაპირ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთ-ერთი ჩემი შეხვედრის დროს პრეზენტაცია იყო, თუ არ ვცდები, ერთწლიანი მათი მოღვაწეობის, შეგიძლიათ კადრებიც ამოიღოთ, იქ ვსაუბრობთ, პირდაპირ მან მითხრა, რომ ეს ადამიანი გადმომცემდა ხოლმე, რას ფიქრობს მთავრობა. ზუსტად ამ პირს ველაპარაკე მე. ამისი ვიდეოკადრებიც არსებობს, მისი შესვლა-გამოსვლის და ამას წარვუდგენ პროკურატურას”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

 

მისივე თქმით, არ სჯერა, რომ გამოძიება ჩატარდება, რადგან რუსთავი 2-ში რამდენიმე თვის წინ აღმოჩენილი სათვალთავლო კამერების საქმე, მისი განცხადებით, დღემდე გამოუძიებელია: 

 

“არავითარი გამოძიება არ იქნება, თავზე მედო კამერა რამდენიმე თვის განმავლობაში, აღმოჩენილ იქნა ეს და არავის არაფერი არ გამოუძიებია. პირიქით, ადამიანი, რომელმაც ზუსტად ვიცი, რომ ეს კამერა დაამონტაჟა, ახლა არის მერიის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი და 40-ათასიანი პრემია აქვს აღებული,” – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

21 ოქტომბერს ტელეკომპანია რუსთავი 2-ის დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ მოსამართლე თამაზ ურთმელიძე დღეს, 22 ოქტომბერს გამოიტანს ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის სასარგებლო გადაწყვეტილებას, რომელიც ითხოვს ტელევიზიის წილის დაბრუნებას. მისივე თქმით, გუშინ მასთან მივიდა პირი, რომელიც მანამდეც აწვდიდა მთავრობაში მიმდინარე პროცესების შესახებ ინფორმაციას და აცნობა ეს ინფორმაციას სასამართლოს შესახებ და თან გადასცა, რომ თვითონ გარიდებოდა ამ პროცესებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მთავრობიდან შემოუთვალეს, რომ მას ჰყავს ოჯახის წევრები და მასზე არსებობს პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალები.


რუსთავი 2-ის დირექტორის მიერ საჯარო განცხადების საფუძველზე მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დაიწყო გამოძიება მის მიმართ იძულების განხორციელების ფაქტზე – დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ს 150-ე მუხლის პირველი ნაწილით.

მასალების გადაბეჭდვის წესი