ახალი ამბები

საქართველოში წყლის „ელექტრონული აღმრიცხველის“ დანერგვა იგეგმება

20 ოქტომბერი, 2015 • • 1347
საქართველოში წყლის „ელექტრონული აღმრიცხველის“ დანერგვა იგეგმება

სამინისტროს ცნობით, პირველი საპილოტე პროგრამა ქალაქ მარნეულში ხორციელდება, რომლის მიხედვითაც, კომპიუტერების გამოყენებით, გახარჯული წყლის მიმდინარე ჩვენებები ბაზაში აღირიცხება.

სამინისტროს ცნობით, წარმოდგენილი სისტემის მეშვეობით, აბონენტს ყოველთვის ეცოდინება თავისი მრიცხველის ზუსტი ჩვენება.

,,ელექტრონული აღმრიცხველი’’ დროულად დააფიქსირებს მრიცხველის დაზიანების შემთხვევებს, რაც მყისიერი რეაგირების საშუალებას მოგვცემს დ,ა საბოლოო ჯამში, გააუმჯობესებს მომსახურების ხარისხს.  

წყალმომარაგების კომპანია თანამედროვე, ტექნოლოგიური სერვისის დანერგვას მთელი ქვეყნის მასშტაბით გეგმავს. რისთვისაც კომანიის სერვის ცენტრის აგენტები თეორიულ სწავლებასთან ერთად პრაქტიკულ გადამზადებასაც გაივლიან.

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა ნიკოლოზ ქიზიყურაშვილმა მარნეულის ადგილობრივ მაცხოვრებლებთან ერთად, პლანშეტური კომპიუტერის გამოყენებით, თავად აღრიცხა წყლის მაჩვენებელი და აბონენტებს თანამედროვე ტექნოლოგიის დანერგვის მნიშვნელობაზე ესაუბრა.

ნიკოლოზ  ქიზიყურაშვილმა მარნეულის ადგილობრივ მაცხოვრებლებთან ერთად,   პლანშეტური კომპიუტერის გამოყენებით, თავად აღრიცხა წყლის მაჩვენებელი   და აბონენტებს თანამედროვე ტექნოლოგიის დანერგვის მნიშვნელობაზე ესაუბრა

მასალების გადაბეჭდვის წესი