ახალი ამბები

პრემიერი: ჩინეთში მილიონ 650 ათასი ბოთლი ღვინო და 3 მილიონი ბოთლი მინერალური წყალი გავა

15 ოქტომბერი, 2015 • 1258
პრემიერი: ჩინეთში მილიონ 650 ათასი ბოთლი ღვინო და 3 მილიონი ბოთლი მინერალური წყალი გავა

ღარიბაშვილის შეფასებით, ახლად გაფორმებული ხელშეკრულებები საქართველოსა და ჩინეთს შორის სულ უფრო მზარდი ურთიერთობების შედეგია.

 

“მე ღრმად ვარ დარწმუნებული ჩვენს საერთო მომავალში,” – განაცხადა პრემიერ–მინისტრმა „საქართველო– ჩინეთის საექსპორტო პროდუქციის გამოფენაზე“, რომელიც, „აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში, ჰუალინგის საგამოფენო ცენტრში იმართება.

 

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ფორუმის მზადება ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და ღონისძიების თანაორგანიზატორი საქართველოს მთავრობასთან ერთად არის ჩინეთის მთავრობა:

 

„ჩინეთის გარდა, საქართველო იქნება პირველი ქვეყანა, რომელიც მართავს ფორუმს ჩინეთის პრეზიდენტის ინიციატივასთან დაკავშირებით – „ერთი გზა, ერთი სარტყელი“, ახალი აბრეშუმის გზა, რომელიც უზარმაზარ პოტენციალს უხსნის სახელმწიფოებს.”

 

მთავრობის მეთაური დარწმუნებულია, რომ გამოფენა ჩინურ და ქართულ კომპანიებს სავაჭრო–ეკონომიკური ურთიერთობების დამყარების საშუალებას მისცემს.

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის ცნობით, საქართველო–ჩინეთის საექსპორტო პროდუქციის გამოფენაში სინძიანის, პეკინის, ხეპეის, ხენანის, ხუნანის , შანსის და ჩინეთის სხვა პროვინციების 175 კომპანია და 300–მდე ბიზნესმენი მონაწილეობს. პრემიერის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გამოფენაში მონაწილე კომპანიების მიერ წარმოდგენილია სხვადასხვა სექტორები: მაღალი ტექნოლოგიები, სამშენებლო ტექნიკა, ენერგეტიკა, ტექსტილი, ავეჯი, ავეჯის აქსესუარები, საოჯახო ტექნიკა, სასოფლო–სამეურნეო ტექნიკა და სხვა.

 

საქართველო– ჩინეთის საექსპორტო პროდუქციის გამოფენა

საქართველოდან ჩინეთში ექსპორტზე მილიონ 650 ათასი ბოთლი ღვინო და 3 მილიონი ბოთლი მინერალური წყალი გავა, – შესაბამის ხელშეკრულებებს ხელი დღეს მოეწერა. საქართველოსა და ჩინეთს შორის სულ უფრო მზარდი ურთიერთობების შედეგი – ასე შეაფასა ახლად გაფორმებული ხელშეკრულებები საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.„მე ღრმად ვარ დარწმუნებული ჩვენს საერთო მომავალში“, – განაცხადა პრემიერ–მინისტრმა „საქართველო– ჩინეთის საექსპორტო პროდუქციის გამოფენაზე“, რომელიც, „აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში, ჰუალინგის საგამოფენო ცენტრში იმართება.პრემიერმა აღნიშნა, რომ ფორუმის მზადება ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და ღონისძიების თანაორგანიზატორი საქართველოს მთავრობასთან ერთად, არის ჩინეთის მთავრობა.„ჩინეთის გარდა, საქართველო იქნება პირველი ქვეყანა, რომელიც მართავს ფორუმს ჩინეთის პრეზიდენტის ინიციატივასთან დაკავშირებით – „ერთი გზა ერთი სარტყელი“, ახალი აბრეშუმის გზა, რომელიც უზარმაზარ პოტენციალს უხსნის სახელმწიფოებს“, – განაცხადა პრემიერ–მინისტრმა.მთავრობის მეთაური დარწმუნებულია, რომ გამოფენა ჩინურ და ქართულ კომპანიებს სავაჭრო–ეკონომიკური ურთიერთობების დამყარების საშუალებას მისცემს.საქართველო–ჩინეთის საექსპორტო პროდუქციის გამოფენაში სინძიანის, პეკინის, ხეპეის, ხენანის, ხუნანის , შანსის და ჩინეთის სხვა პროვინციების 175 კომპანია და 300 –მდე ბიზნესმენი მონაწილეობს.გამოფენაში მონაწილე კომპანიების მიერ წარმოდგენილია სხვადასხვა სექტორები: მაღალი ტექნოლოგიები, სამშენებლო ტექნიკა, ენერგეტიკა, ტექსტილი, ავეჯი, ავეჯის აქსესუარები, საოჯახო ტექნიკა, სასოფლო–სამეურნეო ტექნიკა და სხვა.

Posted by Irakli Garibashvili on Wednesday, October 14, 2015

მასალების გადაბეჭდვის წესი