ახალი ამბები

რასისტული უბნები ამერიკაში

27 სექტემბერი, 2010 • 2370
რასისტული უბნები ამერიკაში

ახალი სახის ელექტრონული რუკების გამოჩენამ ინტერნეტში აჩვენა, რომ ამერიკის მეგაპოლისებში სეგრეგაცია და რასობრივი ნიშნით სხვადასხვა უბნებში განსახლება კვლავაც მძლავრად არის.

საინფორმაციო სააგენტო telegraph.co.uk -ზე წერია, რომ 37 წლის კომპიუტერულმა გრაფიკოსმა ერიკ ფიშერმა, სტატისტიკაზე დაყრდნობით და ახალი პროგრამის საშუალებით, ქალაქში მცხოვრებ ყოველ 25 ადამიანზე დასვა ერთი წერტილი ქალაქის რუკაზე.

რასობრივი კუთვნილების მიხედვით წერტილებს ფერები მიუსადაგა, თეთრებს-წითელი, შავკანიანებს-ცისფერი, აზიელებს-მწვანე და ლათინოსებს- ფორთოხლისფერი.

შედეგმა აჩვენა, რომ ძალიან ბევრი უბანი ძირითადად ერთი რასის ხალხით არის დასახლებული, ამის დასტური ფიშერის მიერ შექმნილ რუკებზეც კარგად ჩანს.

მასალების გადაბეჭდვის წესი