ახალი ამბები

თურქეთი ბალკანეთის ქვეყნებისა და ნატოს შესახებ

24 სექტემბერი, 2010 • 1174
თურქეთი  ბალკანეთის ქვეყნებისა და ნატოს შესახებ

ნიუ იორკში მიმდინარე ბალკანური ქვეყნების სამიტზე გამოსვლისას თურქეთის პრეზიდენტმა აბდულა გიულმა განაცხადა, რომ ბალკანეთზე სიტუაცია გაცილებით სტაბილური გახდება, თუკი ბალკანეთის ქვეყნები ევროატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანდებიან.

მისი თქმით, ნატო არის უსაფრთხოების გარანტი, ამიტომაც ბალკანური ქვეყნების ადგილი სწორედ იქაა და თურქეთი, როგორც ალიანსის დიდ ხნის წევრი, მხარს დაუჭერს ამ ქვეყნების რაც შეიძლება მალე გაწევრიანებას ატლანტიკურ ოჯახში.

გარდა ამისა, თურქეთის პრეზიდენტი ბალკანური ქვეყნების ევროკავშირში გაწევრიანებასაც შეეხო და ორივე მხარეს უფრო აქტიური ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი