ახალი ამბები

აჰმადინეჯადის სკანდალური განცხადებები

24 სექტემბერი, 2010 • 1017
აჰმადინეჯადის სკანდალური განცხადებები

სკანდალური იყო გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსული აჰმადნეჯედის რამდენიმე განცხადება.  

ირანის პრეზიდენტმა, ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს დახელოვნებული მკვლელი უწოდა, რომელიც მისი აზრით  ბავშვების მკვლელობის გამო უნდა გაასამართლონ.

გარდა ამისა, მან განაცხადა, რომ 11 სექტემბერი თვით ამერიკელების მოწყობილია, ტერაქტის უკან სწორედ რომ ამერიკის ხელისუფლება იდგა და რომ მათ ამ საქციელით სურდათ დაღმავალი ამერიკული ეკონომიკის “ამოქაჩვა”, ერაყისა და ავღანეთის სამხედრო კამპანიების გამართლება და ისრაელისთვის დახმარების აღმოჩენა.

CBS –ის ცნობით ირანის ლიდერის გამოსვლამ ამერიკის წარმომადგენლობა იმდენად გააღიზიანა, რომ მათ დარბაზი დატოვეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი