ახალი ამბები

ხანძარი მსხვერპლით დასრულდა

23 სექტემბერი, 2010 • 966
ხანძარი მსხვერპლით დასრულდა

2 ადამიანი ემსხვერპლა დღეს თბილისში, აღმაშენებლის ქუჩაზე, ხანძარს. დაღუპულების შესახებ ნეტგაზეტს ინფორმაცია საგანგებო სიტუაციათა სამსახურის უფროსმა თემურ გიორგაძემ დაუდასტურა.

ხანძარი უკვე ჩამქრალია. გიორგაძის ცნობით ის მხოლოდ 10 კვარდატულ მეტრზე გავრცელდა და  ხანძრის მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.

შემთხვევის ადგილას კვლავ მობილიზებული არიან საპატრულო და სანაგებო სიტუაციათა სამსახურების თანამშრომლები. 

 ხანძარი მარჯანიშვილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში გაჩნდა.

ჯერჯერობით უცნობია ხანძრის მიზეზები, ასევე ის, თუ რატომ ვერ მოხდა მოქალაქეების გადარჩენა.

მასალების გადაბეჭდვის წესი