ახალი ამბები

ვარდების რევოლუციიდან მენტალურ რევოლუციამდე

23 სექტემბერი, 2010 • 1122
ვარდების რევოლუციიდან მენტალურ რევოლუციამდე

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ნიო–უიორკი უნივერსიტეტში ,,ვარდების რევოლუცია’’ გაიხსენა და სტუდენებს იმ რეფორმებზე ესაუბრა, რომელიც საქართველოში რევულუციის შემდეგ გატარდა.

,,რადიკალური ცვლილებები აუცილებელი და შესაძლებელია –  დღევანდელი დღის ოცნება, შესაძლოა, ხვალ რეალობად იქცეს. ეს არის სწორედ ის სულისკვეთება, რაც საქართველოს ხელისუფლებას აცოცხლებს 2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ’’.

პრეზიდენტის თქმით, შვიდი წლის წინ, საქართველო არშემდგარ სახელმწიფოს წარმოადგენდა. ფესვგადგმული ბიუროკრატია კლავდა ნებისმიერ ინიციატივას საზოგადოებაში. უმუშევრობა და სიღარიბე კრიტიკულ ზღვარს აღწევდა, ჩამოშლილი და არაადეკვატური იყო ინფრასტრუქტურა, ეკონომიკა კი – კორუფციით დატყვევებული. სწორედ ამიტომ, მისი განმარტებით, ახალგაზრდა იდეალისტთა ქალებისა და მამაკაცების ჯგუფი სტუდენტური ორგანიზაციებიდან, ოპოზიციური პარტიებიდან და სამოქალაქო საზოგადოებრივი ჯგუფებიდან შეეცადნენ ქვეყნის ფასეულობები კონკრეტულ პოლიტიკად ექციათ.

 ,,ჩვენ ავირჩიეთ ღირებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის რისკი. განვითარების სფეროს სპეციალისტები და რეგიონალური ლიდერები, მათ შორის რუსებიც, რაც არ უნდა გასაოცრად ჟღერდეს, დღეს ჩამოდიან ჩვენს ქვეყანაში, რათა ძველი პრობლემების ახალი გზებით გადასაჭრელად იდეები მოიძიონ’’.

სააკაშვილმა ქარველების მენტალურ რევოლუციაზეც ისაუბრა და თქვა, რომ იმ ხალხთა უმეტესობას , რომელიც ჩამოდის საქართველოში, აოცებს ქართველი მინისტრებისა და სამთავრობო მარალჩინოსნების ასაკი.

,,ჩვენს ქვეყანას, ფაქტობრივად, მართავს 30 წლიანთა ჯგუფი. ეს არის რეზულტატი და მიზეზიც, თუ როგორ დაახასიათა „ეკონომისტმა” ამას წინათ საქართველო – მენტალური რევოლუცია. ქართველებმა შეწყვიტეს ფიქრი საქართველოზე, როგორც პოსტ-საბჭოთა სახელმწიფოზე’’.

ნიუ–იორკის უნივერსიტეტის სტუდენტებს პრეზიდენტმა იმ რამდენიმე რეფორმაზე ესაუბრა, რომელიც, მისი აზრით, ყველაზე მოულოდნელი, მაგრამ წარმატებული იყო საქართველოსათვის. სააკაშვილის თქმით, ეს არის რეფორმა სამართალდამცავ ორგანოებში, კორუფციასთან ბრძოლაში, ენერგეტიკისა და ეკონომიკის სფეროებში.

პრეზიდენტის განცხადებით, ნაკლებად ცნობილი ფაქტია, რომ საქართველოდან ელექტროენერგია რუსეთს სტანდარტული საბაზრო ფასებით გადაეცემა.

,,2008 წლის აგვისტოს ომის დროსაც კი, როცა რუსეთი გვიპყრობდა, ჩვენ ვაგრძელებდით ელექტროენერგიის გადაცემას. ამას ჩვენი მენტალური რევოლუციის სხვა ასპექტის გამო ვაკეთებდით. ჩვენ უარს ვამბობთ განვიხილოთ ეკონომიკა, როგორც პოლიტიკური იარაღი. გვწამს, რომ პოლიტიკას აქვს თავისი საზღვრები და ხელისუფლება არ უნდა ჩაერიოს მასში’’.

საუბრის ბოლოს სააკაშვილი რუსეთ–საქართველოს ურთიერთობებს შეეხო. მან თქვა, რომ ოდესღაც საქართველოში არსებობდა სამი ტერიტორია, რომლებიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ხელოვნურად იყო გამოყოფილი ქვეყნის დანარჩენი ნაწილისგან. დღეს სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი, სააკაშვილის განცხადებით, იზოლირებული არიან მსოფლიოსაგან, მესამე– რეგიონი აჭარა კი საქართველოს ეკონომიკის ცენტრი გახდა.

,,გასულ წელს 150 ათასიანმა ქალაქმა, ბათუმმა 4 მილიარდი კერძო ინვესტიცია მიიღო. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ყველა რეგიონი, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ჩათვლით, ერთ მშვენიერ დღეს ამ განვითარებისგან სარგებელს მიიღებენ…  ასევე მწამს, რომ ერთ დღეს ჩვენ შევძლებთ ვაწარმოოთ ნორმალური და პროდუქტული საუბარი ჩვენს ჩრდილოელ მეზობელთან.  მათ მიერ ჩვენი ტერიტორიების დაპყრობა არ შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს’’.

საქართველოს პრეზიდენტი ნიო–იორკის უნივერსიტეტში  დოქტორმა ალონ ბონ-მეიერმა მიიწვია.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი