ახალი ამბები

40 საჩივარი დარღვევების წინააღმდეგ

30 მაისი, 2010 • • 1262
40 საჩივარი დარღვევების წინააღმდეგ

არასამთავრობო ორგანიზაციის „მრავალეროვანი საქართველოს“ საარჩევნო პროგრამების კოორდინატორი ალექსანდრა კალატოზიშვილი სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში აღმოჩენილ დარღვევებზე საუბრობს. ორგანიზაციის მობილურმა ჯგუფმა დამკვირვებლების საქმიანობის შეფერხება, სხვადასხვა სახის ტექნიკური ხარვეზები (მარკირების აპარატის მოშლა, გაუმართავი სარეგისტრაციო ჟურნალები), ერთი და იმავე ადამიანის მიერ ხმის რამდენჯერმე მიცემა და სხვა დარღვევები დააფიქსირა. მათ უკვე დაწერეს 40–მდე საჩივარი.

მასალების გადაბეჭდვის წესი