ახალი ამბები

“ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის” მონიტორებს ფიზიკური ანგარიშსწორებით ემუქრებიან

30 მაისი, 2010 • • 1306
“ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის” მონიტორებს ფიზიკური ანგარიშსწორებით ემუქრებიან

“ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრი”, რომელიც არჩევნებს ეთნიკური არაქართველებით დასახლებულ სოფლებში 100 დამკვირვებლით აკვირდება, აცხადებს, რომ დღის მეორე ნახევრიდან არჩევნებზე ვითარება გართულდა.

უჩა ნანუაშვილი, ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი, რომელიც რეგიონში იმყოფება, ამბობს, რომ ცენტრის დამკვირვებლებს არ აძლევენ საშუალებას, დარღვევები დააფიქსირონ. კომისიის წევრები უარს ამბობენ საჩივარი მიიღონ და საჩივრის დახევით იმუქრებიან. 

ცენტრი აცხადებს, რომ დამკვირვებლებს ფიზიკური ანგარიშსწორებით ემუქრებიან.

ორგანიზაციის წარმომადგენლის, ალეკო ცქიტიშვილის თქმით, საარჩევნო უბნებზე არსებულ დარღვევებზე კომისიის ოპოზიციონერი წევრებიც კი არ აფიქსირებენ.

ბაბულია შაოშვილს, დამკვირვებელს ლაგოდეხის ოლქში, მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა,–ამბობს ცქიტიშვილი და სხვა მსგავსი ფაქტების არსებობაზეც საუბრობს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი