ახალი ამბები

ტრიპოლის აეროპორტში  თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა განიცადა, დაღუპულია 104 ადამიანი

12 მაისი, 2010 • 1242
ტრიპოლის აეროპორტში  თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა განიცადა, დაღუპულია 104 ადამიანი

სააგენტო “ფრანს პრესის” ინფორმაციით, ტრიპოლის აეროპორტში  თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა განიცადა, დაღუპულია 104 ადამიანი, მათ შორის, ეკიპაჟის წევრებიც.

კატასტროფას 8 წლის ბიჭი გადაურჩა. ის ჰოლანდიის მოქალაქეა. თვითმფრინავი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკიდან მიფრინავდა და კატასტროფა ლიბიის დედაქალაქ ტრიპოლის აეროპორტში დაშვებისას განიცადა. ”აფრიკანეირვეისის” კუთვნილი თვითმფრინავი ტრიპოლში საწვავის შესავსებად ეშვებოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი