ახალი ამბები

ომბუდსმენის წარმომადგენლებმა სმმ-ს წევრები მოინახულეს

10 მაისი, 2010 • • 1135
ომბუდსმენის წარმომადგენლებმა სმმ-ს წევრები მოინახულეს

7 მაისის კავკასიის ეთერში მომხდარი ინციდენტის შედეგადად დაკავებული 7 ადამიანი დროებითი მოთავსების იზოლატორის ადმინისტრაციის მიმართ პრეტენზიებს არ გამოთქვამს, თუმცა, სახალხო დამცელის რწმუნებულებთან საუბრისას, მათ ჯანმრთლობის მდგომარეობის შესახებ ისაუბრეს.

ავთანდილ ზუმბაძემ და ზვიად ბლიაძემ განაცხადეს, რომ მათ მცირე ზომის დაზიანებები აღენიშნებათ, რომლებიც მათი თქმით, ინციდენტის დროს მიიღეს. 

სახალხო დამცველის პრესცენტრის ინფორმაციით, დროებითი მოთავსების იზოლატორში შეყვანისას, ორ მათგანს, ექიმის მიერ გაკეთებული ჩანაწერის თანახმად, სხეულის გარეგანი დაზიანებები, დავით შალამბერიძეს-მარცხენა კიდურის მხრის მიდამოში მცირე სისხლნაჟღენთი, გაბედავას კი– ლავიწის არეში მცირე ზომის ექსკორცია აღენიშნებოდათ. გაბედავა ამბობს, რომ ის ასთმით არის დაავადებული და მედიკამენტებს საჭიროებს, ხოლო აფხაიძის თქმით, მას აქვს საყლაპავი მილის თიაქარი, რომელიც დახურულ სივრცეში შეტევებს იწვევს. ადმინისტრაციამ მას მედიკამენტი ”ნო შპა” მიაწოდა.

სხვა დაკავებულებს ჯანმრთელობის პრობლემები არ აქვთ. 


მასალების გადაბეჭდვის წესი