ახალი ამბები

სასამართლო ტელეკომპანია კავკასიაში მომხდარი ინციდენტის გამო დაკავებულების აღმკვეთ ღონისძიების საკითხს იხილავს

10 მაისი, 2010 • 1091
სასამართლო ტელეკომპანია კავკასიაში მომხდარი ინციდენტის გამო დაკავებულების აღმკვეთ ღონისძიების საკითხს იხილავს

დღეს თბილისის საქალაქო  სასამართლო  ტელეკომპანია კავკასიასიაში მომხდარი ინციდენტის შემდეგ დაკავებული 8 პირის მიმართ აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხს განიხილავს. სასამართლო პროცესი ამ წუთებში მიმდინარეობს.

 დაკავებულებს ბრალი ედებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154 მუხლის მეორე ნაწილის (ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელის შეშლა) და 239 მუხლის მე-2 ნაწილის(ხულიგნობა) დარღვევაში.

 239-ე მუხლით ჩადენილი დანაშაული 2-დან ხუთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

 სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის წევრები სამართალდამცავებმა 7 მაისს დააკავეს.

წინასწარი გამოძიებით დადგინდა, რომ ტელეკომპანია კავკასიის ეთერში მიწვეულმა ცალკეულმა პირებმა, გარეთ მყოფ მხარდამჭერებთან წინასწარი შეთანხმებით, გამიზნულად ჩაშალეს გადაცემა ”ბარიერი”- ნათქვამია საქართველოს პროკურატურის მიერ 8 მაისს გავრცელებულ  განცხადებაში.

ამავე განცხადების მიხედვით: ”მათ განზრახული ჰქონდათ ძალადობით და ძალადობის მუქარით ხელი შეეშალათ ჟურნალისტებისთვის მათთვის არასასურველი ინფორმაციის გავრცელებაში, რაც შემდგომში მათი მხრიდან ხულიგნურ ქმედებებში გადაიზარდა, შედეგად ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ტელეკომპანიის დამფუძნებელს და წამყვანს დავით აქუბარდიას და ტელეკომპანიის სხვა თანამშრომლებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი