ახალი ამბები

აქცია პოლიციის სამმართველოსთან

8 მაისი, 2010 • 1174
აქცია პოლიციის სამმართველოსთან

მალხაზ გულაშვილი აცხადებს, რომ სამართალდამცავების და განათლების სამინისტროს მხარდაჭერას გრძნობს. ეს განცხადება გულაშვილმა  დღეს პოლიციის სამმართველოსთან გააკეთა, სადაც მართლმადიდებელ მშობელთა კავშირისა და სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის ორგანიზაციის წევრები შეიკრიბნენ და მათი თანამოაზრეების დაკავება გააპროტესტეს. აქციას ესწრებოდნენ  სასულიერო პირებიც.

მალხაზ გულაშვილის თქმით,   ისინი სამმართველოს შენობასთან მოვიდნენ, რათა გაერკვიათ  იმ ორი დაკავებულის ვინაობა, რომლებიც პოლიციამ გუშინ დააკავა. მისივე თქმით, სამმართველოს შენობასთან მათი კიდევ 6  თანამოაზრე დააკავეს.

როგორც აქციაზე მისულმა სასულიერო პირმა  დავით ისაკაძემ განაცხადა, მედია არაობიექტურად აშუქებს მოვლენებს. მისივე თქმით, ტელეკომპანია კავკასიას ყველა ტელევიზიამ გამოუცხადა სოლიდარობა და საქართველოში სიცრუე ზეიმობს.

პოლიციის სამმართველოსთან ასევე მივიდა ეკა ბესელია, მისი თქმით, ის დაპატიმრებულთა დასაცავად მივიდა.

გუშინ ტელეკომპანია კავკასიაში გადაცემის მსვლელობისას ადგილი ჰქონდა ფიზიკურ დაპირისპირებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი