ახალი ამბები

წმინდა სინოდის სხდომა

8 მაისი, 2010 • • 1127
წმინდა სინოდის სხდომა

ქვეყანას ყველაზე დიდ საშიშროებას ურწმუნოების, უზნეობის და პათოლოგიური გარყვნილების პროპაგანდა უქმნის, ითქვა გუშინ სინოდის მორიგ სხდომაზე, რომელიც საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მეთაურობით გაიმართა.

“ყოველივე ამის დამკვეთნი და შემსრულებელნი საეკლესიო კანონმდებლობით თვითონ უწესებენ თავის თავს უმძიმეს სასჯელს – შეჩვენებას…ამიტომაც ჩვენი ვალია, კიდევ ერთხელ გავაფრთხილოთ ისინი და მოვუხმოთ სინანულისკენ.”

გარდა ამისა, აღინიშნა სხვა ისეთი საშიშროებები, როგორებიც არის:ტერიტორიული მთლიანობის დაკარგვა, ერის ერთიანობის დარღვევის მცდელობები, ნარკოტიკების გავრცელება.

ეკლესია გამოთქვამს მზადყოფნას, მთავრობის თანხმობის შემთხვევაში, მიიღოს აქტიური მონაწილეობა აღნიშნულ პრობლემათა გადაწყვეტაში.

წმინდა სინოდმა თხოვნით მიმართა ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომ პატრიარქის და ეკლესიის ავტორიტეტი არ გამოიყენონ საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისათვის.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი