ახალი ამბები

ილიაუნისთან აქცია არ შედგა

7 მაისი, 2010 • • 1091
ილიაუნისთან აქცია არ შედგა

სახალახო დამცველის ოფისში ილიას უნივერსიტეტის დაახლოებით 50 სტუდენტმა პრესკონფერენცია გამართა. სადაც სტუდენტებმა განაცხადეს, რომ გმობენ მოვლენებს, რომელიც ბოლო დღეებში უნივერსიტეტთან ვითარდება.

”არ ღირს ღია კონფლიქტზე წასვლა”,-ასეთია სტუდენტების იმ ნაწილის აზრი, რომლებიც ამ წუთებში ომბუდსმენის ოფისთან იმყოფებიან. დღესვე სოციალურ ქსელებში ვრცელდებოდა ინფორმაცია გუშინ დაგეგმილი აქციის გაუქმების თაობაზე.

ილიას უნივერსიტეტთან მხარდამჭერი აქცია დღეს, პირველ საათზე, უნდა გამართულიყო. თუმცა სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის ლიდერი მალხაზ გულაშვილი, ჯერ კიდევ გუშინ, ნეტგაზეთთან საუბრისას აცხადებდა, რომ აქციაზე მისვლას, ილიაუნის მხარდამჭერებს, სწორედ სმმ დაასწრებდა.

ამ დრომდე უნივერსიტეტთან მხოლოდ სმმ-ს და მშკ-ს მხარდამჭერები იმყოფებიან. თუმცა მას შემდეგ, რაც ილიაუნის მხარდამჭერები უნივერსიტეტთან არ გამოჩნდენ, მოწინააღმდეგეთა ნაწილი ავთანდილ უნგიაძის ხელმძღვანელობით, განათლების სამინისტროსკენ დაიძრა.

უნგიაძე, მშკ-ს თანათავმჯდომარე აცხადებს, რომ განათლების სამინისტროსგან გიგი თევზაძის გადაყენებას ითხოვს. მასთან ერთად 20-მდე ადამიანია შეკრებილი.

უნგიაძეს და მის თანამოაზრეებს განათლების სამინისტროსთვის ოფიციალური წერილით ჯერ არ მიუმართავთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი