ახალი ამბები

აქციაზე დაშავებულები

6 მაისი, 2010 • • 1139
აქციაზე დაშავებულები

7 პოლიციელი, თავის და სახის დაზიანებებით, არამიანცის საავადმყოფოში იმყოფება. არამიანცის საავადმყოფოს მიმღები ექიმის თქმით, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

რაც შეეხება აქციის მონაწილეთა მხრიდან დაზარალებულებს, ამ დროისათვის დასტურდება, რომ ორი მათგანი, მაზმიაშვილი და ბერიშვილი მეხუთე საავადმყოფოში მიიყვანეს, სადაც მათ პირველადი დახმარება გაუწიეს.

მეხუთე საავამდმყოფოს დირექტორის მოადგილის სოსო პაპავას თქმით, ისინი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მიზეზი კი დანით მიყენებული ჭრილობა იყო.

რესპუბლიკურ საავადმყოფოში მხოლოდ მაზმიაშვილის მიყვანას ადასტურებენ. ცენტრალური მიმღების წარმომადგენელი ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ ბერიშვილი რესპუბლიკურ საავადმყოფოში არ მიუყვანიათ. გარდა ამისა, რესპუბლიკურში იმყოფება აქციის კიდევ ერთი მონაწილე დავით კამლაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი