ახალი ამბები

სია სოზარ სუბარის გარეშე

29 აპრილი, 2010 • • 1194
სია სოზარ სუბარის გარეშე

დღეს ირაკლი ალასანიამ „ალიანსი საქართველოსთვის“ სია 63 კანდიდატით საზოგადოებას ახალი მემარჯვენეების ოფისში გააცნო.

სიის პირველი ნომერი რესპუბლიკელი თინა ხიდაშელია, მეორე ნომერია მემარჯვენე დავით საგანელიძე, მესამე ნომრად ზურაბ აბაშიძეა სიაში, ალასანიას პარტიიდან, ხოლო მეოთხე ნომერი კი ალიანსის ახალი წევრი პარტია „საქართველოს გზიდან“ ნათელა მაჭავარიანი.

ოთხ პარტიას შორის კი კანდიდატთა რაოდენობა ასე არის გადანაწილებული: უმრავლესობით, 25  კანდიდატით წარმოდგენილია ირაკლი ალასანიას პარტია „ჩვენ საქართველო თავისუფალი დემოკრატები, მეორე ადგილზე, რაოდენობის მიხედვით, რესპუბლიკური პარტიაა, რომელსაც სიაში პარტიის 13 წევრი ჰყავს შეყვანილი. 12-12 წევრი „ახალი მემარჯვენეებიდან“ და „საქართველოს გზიდან“ არის, ხოლო ერთი კანდიდატი კი უპარტიოა.

კანდიდატებს შორის არ არის სოზარ სუბარი. მიზეზი კი ალასანიას თქმით ის დაპირებაა, რომლის მიხედვითაც საკრებულოს თავმჯდომარის პოსტი ვაკანტური რჩება.

სოზარ სუბარი ამბობს, რომ ის აქტიურად იქნება ჩართული „ალიანსის“ წინასაარჩევნო კამპანიაში. მიზეზი კი რის გამოც, ის აღარ არის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი, ალიანსის ლიდერებთან ერთად მიღებული გადაწყვეტილებაა.

„მე ვამბობდი, რომ არ ვარ ჩაბღაუჭებული საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატობას და ახლა სწორედ ამ ადგილს ვტოვებ ღიად. ვფიქრობ, შეთანხმების დრო კიდევ არის“,–ამბობს სოზარ სუბარი.

სუბარი საზოგადოებრივი პოლიტიკის ინსტიტუტის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგების მიხედვით, რომლის მიზანიც იყო საზოგადოების განწყობის გამოვლენა პოლიტიკოსების მიმართ, ყოფილი სახალხო დამცველი ერთ–ერთია, რომელიც საზოგადოების დიდი ნაწილის მხარდაჭერით სარგებლობს.

„ალიანსი საქართველოსთვის“ თანათავმჯდომარე მეორე ადგილზე, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შემდეგ.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი