ახალი ამბები

საფრთხე ველისციხეში

23 აპრილი, 2010 • • 1220
საფრთხე ველისციხეში

სოფელ ჭერამში, წყალსაცავში წყლის რაოდენობის ზრდის და ჯებირის დაზიანების გამო, გუშინ ღამით, მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო.

დაზიანებული ჯებირიდან შესაძლოა წყალი გადმოვიდეს და ველისციხეს გადაუაროს.

600-მდე ოჯახის ევაკუაცია უკვე მოხდა.

კახეთის გუბერნატორი გიორგი ღვინიაშვილა  GHN-თან საუბარში ამბობს, რომ ”საფრთხე სერიოზულია. “ევაკუირებული ოჯახების ნაწილი ახლობლებთან გაჰყავთ სხვა სოფლებში. მათთვის კი ვისაც მეზობელ სოფლებში ახლობლები არ ჰყავთ, ცოტა ხანში კარავების გაშლა იგეგმება”.

როგორც საინფორმაციო სააგენტო GHN წერს, ველისციხეში ადგილობრივი ქალბატონი გულის შეტევით გარდაიცვალა. გარდა ამისა, რაიონულ საავადმყოფოში ერთი ქალბატონი ინსულტით არის მოთავსებული.

ველისციხეში გუშინვე ჩავიდნენ შინაგან საქმეთა მინსიტრი ვანო მერაბიშვილი,  რეგიონული განვითარების მინისტრი დავით ტყეშელაშვილი და გარემოს დაცვის მინისტრი გოგა ხაჩიძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი