ახალი ამბები

რუსეთმა “ნესტლეს” ბავშთა კვების პროდუქცია აკრძალა

22 აპრილი, 2010 • • 5476
რუსეთმა “ნესტლეს” ბავშთა კვების პროდუქცია აკრძალა

რუსეთმა თავის ტერიტორიაზე „ნესტლეს“ წარმოების ბავშვთა კვების პროდუქცია აკრძალა. ამის შესახებ,  რუსეთის ფედერაციის მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და ადამიანის კეთილდღეობის ფედერალური სამსახურის უფროსმა, გენადი ონიშჩენკომ განაცხადა.  რუსეთის მთავარმა სანიტარმა იმ ტექნოლოგიურ დისციპლინის ნომრების შესუსტებაზე ისაუბრა, რომელიც მისი თქმით, „ნესტლეს“ ბავშვთა პროდუქციის წარმოებაში შეინიშნება.

„ნესტლეს“ ირგვლივ სკანდალი 2008 წელსაც მოხდა, როდესაც კომპანიის ზოგიერთი პროდუქცია, რომელიც რძეს შეიცავდა,  ტაივანმა და ჩინეთმა აკრძალა. პროდუქციაში  ნივთიერება მელამინი იყო აღმოჩენილი. 

მაშინ რუსეთის მთავარი სანიტრის განმარტებით, „ნესტლეს“ ბავშვთა კვების პროდუქციაში ნივთიერება მელამინი რუსეთის ტერიტორიაზეც აღმოჩნდა.

ონიშნეკომ მელამინის საკვებში გამოყენებას ქიმიურ ტერორიზმი დაარქვა. 

მელამინი  ჩვეულებრივ პლასტმასისა და წებოს წარმოებაში გამოიყენება. საკვებ პროდუქციაში მას ცილების რაოდენობის გაზრდის მიზნით იყენებენ. მისი ჭარბი  რაოდენობით გამოყენება თირკმელებისა და სხვადასხვა კენჭოვანი  დაავადების გამომწვევად ითვლება. 

ამ ნივთიერებით ჩინეთში 53 ათასი ადამიანი მოიწამლა, აქედან 4 ბავშვი გარდაიცვალა.

მაშინ „ნესტლეს“ კომპანიის წარმომადგენლებმა უარყვეს ბრალდებები, იმის შესახებ, რომ მათი პროდუქცია საშიშია. მათი განმარტებით, პროდუქციაში მელამინის შემადგენლობა ძალიან მცირეა. მათივე განმარტებით, აკრძალვა იმითა არის განპირობებული, რომ რიგი ქვეყნების სანქციით მელამინის, პროდუქციის შემადგენლობაში გამოყენება იმაზე სხვადასხვა დოზითაა განსაზღვრული.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, აშშ–ს, ევროპისა და იაპონიის ექსპერტებთან ერთად  განიხილავს მალემინის დასაშვებ ნორმას.

„ნესტლეს“ კომპანიას მსოფლიოს 84 ქვეყანაში 456 ქარხანა აქვს, მათ შორის 14 რუსეთის ტერიტორიაზე და სხვადასხვა პროდუქციას უშვებს. მათ შორის არის „ნესკაფე“, „ნესქუიქი“, „ნათსი“, „კიმო“., „როსია– შედრაია დუშა“, „შოკი“,” „მაგის“ სუპები და სხვა.

რაც შეეხება საქართველოშიც „ნესტლეს“ პროდუქციის აკრძალვას,– როგორც სურსათის უვნებლობის სამსახურში აცხადებენ, მხოლოდ რუსეთის განცხადებების საფუძველზე, საქართველოში პროდუქციას ვერ აკრძალავენ.

 საქართველოში „ნესტლეს“ წარმომადგენლობა აცხადებს, რომ „ნესტლეს“ პროდუქცია საქართველოში, ძირითადად, ბრაზილიიდან, გერმანიდან და რუსეთიდან შემოდის.

მასალების გადაბეჭდვის წესი