ახალი ამბები

ევროკავშირი ”უკანა ეზოში” სიმშვიდისთვის

19 აპრილი, 2010 • 1407
ევროკავშირი ”უკანა ეზოში” სიმშვიდისთვის

ევროკავშირი, რომელიც ისრაელ-პალესტინის დაპირისპირებაში ყველაზე გვიან, კონფლიქტის დაწყებიდან 60 წლის შემდეგ ჩაერთო,  უკვე საუბრობს პალესტინის დამოუკიდებლობაზე. „გამყოფი საზღვარი პალესტინასა და ისრაელის სახელმწიფოებს შორის დაახლოებით იქ უნდა გავიდეს, სადაც 1967 წელს არსებობდა- ირუსალიმის სახელმწიფოსა და პალესტინის ავტონომიას შორის”- ამბობს ევროკავშირის მისიის წარმომადგენელი პალესტინაში.

მაშინაც როცა სამხრეთ კავკასიელი ჟურნალისტები (ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამით, ”ჟურნალისტთა ქსელი კეთიმეზბლური ურთიერთობისთვის” ) პალესტინის პრემიერ მინიტრს სალამ ფაიადს კონფრენც დარბაზში ველოდებოდით, პალეტინის სახელმწიფო ლიდერი კვარტეტის წამომადგენელს, ტონი ბლერს ხვდებოდა.

პოლიტიკური კვარტეტი რომელშიც გაერო, ევროკავშირი, რუსეთი და აშშ შედის სულ უფრო ხშირად მართავს კონსულტაციებს პალეტინურ მხარესთან.

”ჩვენ მივიღეთ კვარტეტის თანხმობა პალესტინის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით. შეიქმნა ნაციონალური პროგრამა, დოკუმენტი რომელიც განსაზღვრავს ქვეყნის პოლიტკურ და ეკონომიკურ განვითარებას. მსოფლიო საზოგადოება მხარს უჭერს პალესტინის დამოუკიდებლობის მშვიდობაინ გზას, ჩვენ ვაგრძელებთ მშვიდობიან დაუმორჩილებლობას”, – კმაყოფილებით აღნიშნა ბრიტანელ წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ სალამ ფაიადმა.

ევროკავშირი პალესტინის ავტონომიის ერთ-ერთი მსხვილი დონორია. თავის რესურსებს კონფლიქტის მოსაგვარებლად არც აშშ და არც არაბული სამყაროს ზოგიერთი ქვეყანა ზოგავს. 2005 წლიდან,  ყოველწლიურად ღაზას სექტორსა და ”დასავლეთ სანაპიროს” (მდინარე იორდანი, რედ.), რომელიც პალესტინის ავტონომიას ეკუთვნის, განვითარებისთვის ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები 500-500 მილიონ ევროთი აფინანსებენ. მილიარდი აშშ დოლარი კი ამერიკის შეერთებულ შტატებსა და არაბეთის ქვეყნებზე მოდის.

 ”დასავლეთ სანაპიროს” მაგალითზე თუ ვიმსჯლებთ შეიძლება ითქვას, რომ კონფლიქტის ეს მხარეც საერთაშორისო მხარდაჭერით მართლაც გამოვიდა კრიზისიდან. ამას პალესტინის პრემიერ მინისტრიც ადასტურებს: ”2007 წლიდან ჩვენი მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალა. ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, მედიცინისა და საგანმანთლებლო პროგრამების საშუალებით მოსახლეობის სოცილაური მდგომარეობა გაცილებით გაუმჯობესდა”.

რეგიონის განვითარება აქ უცხო თვალისთვისაც  ადვილი შესამჩნევია. ამას რამალაში მიმდინარე მშენებლობებიც მოწმობს. თეთრი ქვით ნაშენი კერძო სახლების რაოდენობა სულ უფრო მრავლდება და  ქალაქიც სულ უფრო იზრდება.

ასეთივე და უფრო სწრაფი ტემპით მიდის საამშენბლო სამუშაოები გამყოფი კედლის მეორე, იერუსალიმის მხარეზე.

750 კილომეტრიანი კედელი არიელ შარონმა 2002-2003 წელს ააშენა. უსაფრთხოების მიზნით აგებული კედელი პალესტინურ უბანში გადის. ბევრი მიიჩნევს რომ იგი კიდევ უფრო წევს ებრაელების საზღვარს ”დასავლეთ სანაპიროსკენ”.

სწორედ იერუსალიმის პალესტინურ უბანში სთხოვს მშენებლობის შეჩერებას ისრაელის  მთავრობას კონფლიქტის მოგვარებში ჩართული მესამე მხარე, მათ შორის აშშ და ევროკავშირი. თუმცა  მშენებლობლობა მაინც გრძელდება.  ისრაელის მთავრობაში მოსული მემერჯვენე რადიკალები თავიანთი საქმიანობის ლეგალიზებას სახალხო მოძრაობებით ცდილობენ. ულტრა-მემარჯვენე რელიგიური ორგანიზაციები, თუნდაც ”სიმეონ განმანათლებელი” პალესტინურ დასახლებაში ხელუსეფლების მხარდაჭერით და პოლიციის ძალით ახერხებს ებრაელების ჩასახლებას. პალესტინურ კვარტლებში ასეთ სახლებს ებრაული დროშითა და პოლიციის საგუშაგოთი გამოარჩევ.

”დასავლეთ სანაპიროსგან” განხვავებით  სადაც პალესტინელების სამხედრო რეჟიმია  ისრაელის პალესტინელები ანექსირებული ისრაელის რეზიდენტი პირები არიან. მათ ებრაული კანონმდებლობით შეუძლიათ იცხოვონ და იმუშაონ იერუსალიმის ტერიტორიზე. თუმცა, საკუთრების უფლება საცხოვრებელ სახლებზე  ჩამორთმეული აქვთ.

იერუსალიმელი პალესტინელი გადასახადებს იხდის, მაგრამ ვერ მონაწილეობს არჩევნებში, ვერც სახელმწიფოებრივ და ვერც მუნიციპალ დონეზე. ისინი იერუსალიმის მოქალექებად არ ითვლებიან  და არც თელ ავივში ჩასვლის უფლება აქვთ. ასეთი ფაქტის დაფიქსირების შემთხვევაში იერუსალიმში მცხოვრებ პალესტინელს რეზიდენტის განსაკუთრებული სტატუსი ჩამოერთმევა. თავის მხრივ ვერც ებრაელი ვერ ახერხებს გადასვლას ”დასავლეთ სანაპიროზე”.

იერუსალიმი შეიძება ითქვას ერთადერთი ადგილია სადაც არაბები და ებრაელები ერთად ცხოვრობენ. 1967 წლის ექვს დღიანი ომის შემდეგ ებრაელებმა დაიკავეს ისრაელი და დღეს აქ მათი იურისდიქცია ვრცელდება.

თავად პალესტინელები თავიანთ სტატუსს, როგორც ოკუპირებული ქვეყნის მოქალქეების მდგომარეობას ისე უყურებენ და იერუსალიმზე ისრაელის იურისდიქციას არ ცნობენ. ამიტომაც მუნიციპალიტეტი მათ არ წყალობს, პალესტინურ დასახლებაში ინფრასტრუქტურა განვითარებული არ აქვთ. ეს შედარებით ღარიბი და მოუწყობელი უბნებია. ისრაელის მემარჯვენე რელიგიური ორგანიზაციები სხვადასხვა მიზეზით ცდილობენ და მთავრობის ხელშეწყობით აღწევენ კიდეც პალეტინელების დეპორტაციას.

არაბების გასახლების შემთხვევებს იერუსალიმში არსებული ებრაული ლიბერალური არასამთავობო ორგანიზაციებიც ეწინააღმდეგებიან.  ”ერების ქალაქის” წევრი ებრაელი ეჰუდ უზელი პალესტინელების დისკრიმინაციის  შემთხვევებს საჯაროდ ახმოვანებს: ”მთავრობის მხარდაჭერით იქმნება ორგანიზაციბი, რომლებიც პალესტინურ დასახლებაში სახლებს ართმევს არაბებს.

ერთი ასეთი ორგანიზაცია ”სიმეონ განმანათლებლის” მემარჯვენე მოძრაობაა. ის იმ კვარტალში მოქმედებს სადაც გადმოცემით სვიმეონ განმანათლების საფლავია. ასეთი ისტორიული სამარხების აღმოსაჩენად არაბულ უბნებში მთავრობის ხელშეწყობით და დაფინანსებით აწყობენ გათხრებს და ქმნიან დასახლებას, რომელსაც პოლიცია იცავს”.

”სიმეონ განმანათლებლის” მემარჯვენე მოძრაობას ეჰუდ უზელის თქმით, არაბების წინააღმდეგ ებრაულ სასამართლოში სარჩელი შეაქვს და  პროცესებს იგებს: ”ამ ორგანიზაციამ პალეტინელები გაასახლა კიდეც და სასამართლოს ძალითვე მათი საკუთრებაც მიითვისა იმ მიზეზით, რომ რეზიდეტებმა სახლის გაყიდვა მოინდომეს. ამ სახლებში ახლა ებრაელები ცხოვრობენ”.

დისკრიმინაციის ფორმებსა და მაგალითებს პალტნელებთან ერთად მემარცხენე ებრაული ორგნიზაციებიც აპროტესტებენ. მათ მიერ გამართული საპროტესტო აქციების წევრებს პოლიცია არბევს და მონაწილეებს აპატიმრებს კიდეც.

იერუსალიმში დღეს 200 ათასი ებრაელი და 250 ათასი პალესტინელი ცხოვრობს. აქ 28 პალესტინური კვარტალია. ნებიემირი სტატუს-ქვო, როცა ებრაელები სახლდებიან პალესტინურ უბანში დიდ რეზონანს იწვევს.

მრავალწლიანი შეიარაღებული დაპირისპირების შემდეგ პალესტინელებისა და ებრაელების ნაწილმა თავიანთ შეხედულებას თითქოს გადახედა. ორივე მხარე საუბარში ადასტურებს, რომ 50-იან და 60-იან წლებში საუბარი ორად გაყოფილ იერუსალიმზე წარმოუდგენელი იყო.  

ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელი თელ ავივში ენდრიუ სტენდლი: ”მაშინ სოციალური იდეების მატარებელი საზოგადოება გაცილებით აღემატებოდა დღევანდელს. დღეს ებრალთა ნაწილი მთავარ ღირებულებად უსაფრთხოებას მიიჩნევს. მათ მშვიდობა და კეთილდღეობა სურთ”.

პალესტინელების პოზიციას კი თავად პრემიერ-მინისტრი ახმოვანებს. თუმცა ”კვარტეტის” მიერ ჩამოყალიბებული სტრატეგიის და პალესტინის ოფიციალური მთავრობის მოსაზრებას ყველა როდი იზიარებს. 

პალესტინელების დამოუკიდებლობას თავად ებრაული ხელისუფლების გარდა ის პალეტინელებიც ეწინააღმდეგებიან, რომლებიც ღაზას სექტორში ჰამასის მმათველობის ქვეშ ცხოვრობენ.

ჰამასი, რომელიც ხელისუფლებაში არჩევნების გზით მოვიდა, თავისი კონსტიტუციით სერთოდ არ ცნობს ისრაელს, როგორც სახლემწიფოს. ავტონომიის ეს ნაწილი, სადაც მილიონზე მეტი პალესტინელი ცხოვრობს, ისრაელის მთავრობას სრულ ბლოკადაში ყავს. 

ევროსაბჭოს შეფასებით ჰამასი ტერორისტული ორგანიზაციაა, თუმცა ამის მუხედავად, ის მაინც ცდილობს ღაზას სექტორში დარჩენილი მოსახლეობისთვის დახმარების გაწევას.

ევროკავშირის წარმომადგენლები, რომლებიც პალესტინური ნაწილისთვის ახორციელებს პროგრამას და  აცხადებენ, რომ მათი დახმარება უშუალოდ იმ ბენეფიციარზე მიდის, ვისაც ეს სჭირდება. მათივე განცხადებით ისინი აკონტროლებენ იმასაც, რომ თანხები, რომელიც მხოლოდ ჰუმანიტარულ დანიშნულებისაა, არ მოხდეს ჰამასის ხელში.

სწორედ იმიტომ, რომ არსებობს ღაზას სექტორი თავისი უკონტროლო მდგომარეობით და მეორეს მხრივ იერუსალიმის მთავრობა, თავისი რადიკალური მიმართულებით, ბრიტანეთის მოქალაქე, ჟურნალისტი ოლივერ  ვეითსი მიიჩნევს, რომ მისი მთავრობა და თავად ევროკავშირიც ევროპელი მოსახლეობის თანხებს ტყუილად ფლანგავს.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რატომ ეხმარება ასე განსაკუთრებულად პალესტინელებს, მაშინ როცა მსოფლიოში ბევრი ადამიანი იგივე პირობებში ცხოვრობს, ევროკავშირის ფრანგმა წარმომადგენელმა ფაბიენ ბესონმა გულწრფელად უპასუხა: ”ჩვენ  გვინდა ”ჩვენს უკანა ეზოში” სიმშვიდემ დაისადგუროს”.

მასალების გადაბეჭდვის წესი