ახალი ამბები

ორი ადამიანის იდენტიფიცირებული ცხედარი არ არის ტუ–154–ის მგზავრთა სიაში

15 აპრილი, 2010 • • 1061
ორი ადამიანის იდენტიფიცირებული ცხედარი არ არის ტუ–154–ის მგზავრთა სიაში

პოლონური მედია (thenews.pl) ავრცელებს ინფორმაციას, რომ ორი ადამიანის ცხედარი, რომლის იდენტიფიკაციაც მოხდა, არ არის იმ მგზავრთა სიაში, რომელიც ტუ–154–ის ავიაკატასტროფისას დაიღუპნენ.

„64 მსხვერპლი 94–დან უკვე ამოცნობილია. რუსული ინტერნეტ გვერდები (www.gazeta.ru, news.ru, correspomdent.ru) ამბობენ,რომ შესაძლოა ტუ–154–ით უფრო მეტი ადამიანი მგზავრობდა. არ კონკრეტდება ისინი მგზავრები იყვნენ თუ ეკიპაჟის წევრები.

არის ასევე შესაძლებლობა, რომ ამოცნობილი ცხედრები შესაძლოა იმ ადამიანის იყოს, რომლებიც იმ მომენტში კატასტროფის ადგილას მოხვდნენ, ან შესაძლოა დეენემის ანალიზი ტყუოდეს, წერს ინტერნეტ გვერდი.

მასალების გადაბეჭდვის წესი