ახალი ამბები

ამერიკული ფრეგატის ბენდის კონცერტი ბათუმში

15 აპრილი, 2010 • 1072
ამერიკული ფრეგატის ბენდის კონცერტი ბათუმში

დღეს  ბათუმში კონცერტს გამართავს აშშ საზღვაო ძალების ევროპული სარდლობის როკ-ბენდი “Flagship”.

 6-კაციანი ჯგუფის წევრები  აშშ საზღვაო ძალების ფრეგატ “ჯონ ჰოლის” პირად შემადგენლობაში ირიცხებიან.

 ”ჯონ ჰოლი” საქართველოს პორტებში 14 აპრილს შემოვიდა და  18 აპრილამდე დარჩება.

გუშინ ”FLAGSHIP” -მა კონცერტი ფოთში გამართა.

ბათუმში კონცერტი  სახელმწიფო უნივერსიტეტის დარბაზში 20:30 საათზე გაიმართება და უფასო იქნება.

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი