ახალი ამბები

ვანკუვერის ტრასისთვის ლიცენზიის ჩამორთმევას ოლიმპიური კომიტეტი არ ადასტურებს

14 აპრილი, 2010 • • 1240
ვანკუვერის ტრასისთვის ლიცენზიის ჩამორთმევას ოლიმპიური კომიტეტი არ ადასტურებს

საქართველოს ოლიმპიური კომიტეტი არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ ვანკუვერის საციგაო ტრასამ ლიცენზია დაკარგა. ლიცენზიის დაკარგვის შესახებ გაზეთი ,,24 საათის“ ოფიციალური ინტერნეტ გვერდი წერს.

ტრასის ლიცენზიის დაკარგვის შესახებ დღეს გაზეთი ,,24 საათის“ ოფიციალური ინტერნეტ გვერდი იუწყება. სტატიაში წერია, რომ ამის შესახებ ციგაობის საერთაშორისო ფედერაციის ტექნიკური კომიტეტის პრეზიდენტმა იოზეფ ფენდტმა ,ფედერაციის 11 აპრილის სხდომაზე განაცხადა. 

საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტში აცხადებენ, რომ იოზეფ ფენტთან რამდენიმე საათის წინ  სატელეფონო საუბარი ქონდათ. ფედერაციის ტექნიკურმა პრეზიდენტმა ინფორმაცია უარყო.

,,რამდენიმე წუთის წინ ჩვენ მისგან იმეილზე წერილიც მივიღეთ. სადაც განმარტებულია, რომ მას ეს (ლიცენზიის გაუქმება) არ უთქვამს“,_ ამბობს ,,ნეტგაზეთთან საუბარში საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის პრეს სამსახურის ხელმძღვანელი კახა ბერიძე.

ნოდარ ქუმარიტაშვილის დაღუპვის მიზეზებთან დაკავშირებით საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი დასკვნას ამზადებს. კახა ბერიძე განმარტავს, რომ დასკვნა აპრილის ბოლომდე გახდება ცნობილი, თუმცა ზუსტ დღეს ის ვერ ასახელებს.

რუსულ მედიაში კი ვრცელდება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, საგამოძიბო ჯგუფის წინასწარი დასკვნით, ქუმარიტაშვილის გარდაცვალების მიზეზი, მისივე შეცდომა და გამოუცდელობა იყო.

გუშინ, news.mail.ru-მ გამაოქვეყნა სტატია, სადაც ნათქვამია.

”ქართველი მოციგავის გარდაცვალების გამოძიებას აწარმოებდა, ციგაობის საერთაშორისო ფედერაცია (FIL) , სვენ რომსტადის ხელმძღვანელობით. ფედერაციამ გადაუგზავნა დოკუმენტები საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს. ერთ კვირიანი შესვენების შემდეგ, რომლის განმავლობაშიც გამოძიების შედეგებს გააცნობენ დაღუპულის ოჯახის წევრებს, გამოძიების შედეგი საჯარო გახდება.

თუმცა უკვე დღეს ნათელის ის სურათი,რომელიც გამოძიების შედეგებშია ასახული. ”ახლა ყველას სურს სპორტსმენის გარდაცვალებაში დამნაშავე იპოვნოს, მაგრამ უფრო სწორად რომ ვთქვათ, დამნაშავე ის თავად არის”,- განაცხადა რომსტადმა.

21 წლის ქართველი მოციგავე ნოდარ ქუმარიტაშვილი 12 თებერვალს ვისტლერის (Whistler ) საციგაო ტრასაზე ვარჯიშის დროს მძიმედ დაეცა და საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი