ახალი ამბები

განსაკუთრებით შედეგიანი სამიტი

14 აპრილი, 2010 • • 1193
განსაკუთრებით შედეგიანი სამიტი
Image 1013
Image 1013

ბირთვული უსაფრთხოების სამიტის მონაწილეები ვაშინგტონში აცხადებენ, რომ სამიტი განსაკუთრებით შედეგიანი იყო.

სამიტის მთავარი შედეგი, ფორმულირებულია მონაწილეების მიერ მიღებულ კომუნიკეში.

”ჩვენ მივესალმებით და ვუერთდებით ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ბარაკ ობამას, უზრუნველყოფილი იყოს ბირთვურლი უსაფრთხოება მომდევნო ოთხი წლის მანძილზე”,-ნათქვამია დოკუმენტში.

 ამერიკის პრეზიდენტის თქმით, ბევრმა ქვეყანამ უკვე გადადგა კონკრეტული ნაბიჯები ამ ”ამბიციური” მიზნების რეალიზაციისკენ.

”კანადა დათანხმდა უარი ეთქვა ურანის საკმაოდ დიდ მარაგზე, ჩილეში ასევე ყველა მარაგზე თქვეს უარი, უკრაინამ და მექსიკამ განაცხადეს, რომ ასევე მოიქცევიან. ისეთი ქვეყნები, როგორებიც არიან არგენტინა და მექსიკა ამბობენ, რომ გააძლიერებენ უსაფრთხოების ზომებს…”ამბობს ობამა.

პაკისტანის ბირთვულ იარაღზე საუბრისას ობამა თქვა, რომ ის მშვიდადაა, თუმცა ”უმჯობესია ყოველთვის უკეთესისკენ ვისწაფვოდეთ.”

47 ქვეყნის ლიდერი, რომელიც სამიტს დაესწრო შეთანხმდა, რომ ბირთვული უსაფრთხოების რეალიზაციას უზრუნველყოფენ.

სამიტს ვაშინგტონში ესწრება საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი. თეთრი სახლის ოფიციალური ინტერნეტ გვერდი (www.whitehouse.gov) იტყობინება ბარაკ ობამას და მიხეილ სააკაშვილის შეხვედრაზე.

პრეზიდენტი ბარაკ ობამამო მოხარული იყო შეხვედროდა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, სამიტის მსვლელობისას. პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტის მხარდაჭერა და ტერიტორიული მთლიანობა. ის მიესალმა პრეზიდენტ სააკაშვილის დემოკრატიულ რეფორმებს.

ბარაკ ობამამ ასევე აღნიშნა საქართველოს გამორჩეული მონაწილეობა ავღანეთის ოპერაციაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი