ახალი ამბები

ჩინეთში მიწისძვრით გარდაცვლილთა რაოდენობა იზრდება

14 აპრილი, 2010 • • 1029
ჩინეთში მიწისძვრით გარდაცვლილთა რაოდენობა იზრდება

ჩინეთში მიწისძვრით გარდაცვლილთა რიცხვი გაიზარდა. ამ დროისთვის ცნობილი ხდება, რომ 791 ადამიანია დაღუპული,294–ს კვლავ ეძებენ.11 486 ადამიანი კი დაშავებულია. მიწისძვრის შედეგად ჩინეთის პროვინციაში,ცინხაი შენობების 85% დანგრეულია.

ცინხაის პოლიციის ოფიცერი ამბობს, რომ მათ მედიკამენტებიც კი არ აქვთ დაშავებულთა სამკურნალოდ.”ფაქტიურად ჩვენი ხელების იმედად ვართ, არანაირი მანქანა არ არის, რომელიც დაგვეხმარება ნანგრევების გასაწმენდად.”

ცინხაის პროვინციაში ნგრევა 7 ბალიან მიწისძვრას მოჰყვა, თუმცა მანამდე ორი მიწისქვეშა ბიძგი დაფიქსირდა 5 ბალის სიმძლავრის.

პროვინციაში უამრავი შენობა ჩამოინგრა, ერთსართუალიან შენობებს ზემოდან მრავალსართუალიანი შენობების ნანგრევები დაეცა.

ოფიციალური პირები ამბობენ, რომ დამხმარე რაზმი მაშინვე გაიგზავნა პროვინციაში. თუმცა ბიბისის კორესპონდენტი იტყობინება, რომ “დამხმარე რაზმი დაბრკოლდა იმის გამო,რომ რეგიონი შორს არის ლოკალურ აეროპორტთან.” მისივე თქმით, მიწისქვეშ მოყოლილების ამოყვანას ადგილობრივი მოსახლეობა ცდილობდა.

ოფიციალური პირების თქმით, მიწისძვრის ეპიცენტრში მდებარე შენობების 85% დანგრეულია.

მასალების გადაბეჭდვის წესი