ახალი ამბები

კაჩინსკის ქუჩა

13 აპრილი, 2010 • • 2192
კაჩინსკის ქუჩა

ზაალ სამადაშვილმა ისნის რაიონის მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ისანში მდებარე შავი ზღვის ქუჩას პოლონეთის პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის სახელი დაერქმევა.

 „ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ ის საქმეები, რაც პოლონეთის ყოფილმა პრეზიდენტმა საქართველოსთვის გააკეთა. ლეხ კაჩინსკი ნამდვილად იმსახურებს ჩვენგან დიდ პატივისცემას. თბილისის ერთ-ერთი ქუჩისთვის მისი სახელის მინიჭებით გვსურს პატივი მივაგოთ მის ხსოვნას”, – განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ ზაალ სამადაშვილმა. ლეხ კაჩინსკის საქართველოს ეროვნული გმირის წოდება აქვს მინიჭებული,

შეგახსენებთ, რომ თვითმფრინავმა, რომელშიც პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი მეუღლესთან და ოფიციალურ დელეგაციასთან ერთად იმყოფებოდა, 10 აპრილს  სმოლენსკთან კატასტროფა განიცადა და ყველა მგზავრი დაიღუპა.

მასალების გადაბეჭდვის წესი