ახალი ამბები

დავით დარჩიაშვილი რუსეთ–ყირგიზეთის ურთიერთობაზე

12 აპრილი, 2010 • • 1380
დავით დარჩიაშვილი რუსეთ–ყირგიზეთის ურთიერთობაზე

ყირგიზეთის დროებითი მთავრობის ვიცე-პრემიერმა,ალმაზ ატამბაევმა განაცხადა, რომ რუსეთი ყირგიზეთს 150 მილიონი დოლარის დახმარებას გამოუყოფს. მისივე თქმით, ასევე მიღწეულია შეთანხმება 300 მილიონი დოლარის კრედიტის გამოყოფის  და რუსეთიდან ნავთობის მიღების შესახებ.

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, დავით დარჩიაშვილის აზრით, რუსეთი ცდილობს ნებისმიერი შიდაპოლიტიკური ცვლილება თავის სამეზობლოში საკუთარი გეოპოლიტიკური ამბიციების სასარგებლოდ გამოიყენოს.

დარჩიაშვილი თქმით, რუსეთი ცდილობს,  ყირგიზეთის დროებითი ხელისუფლება, რომელიც აქციების შედეგად, აკონტროლებს სიტუაციას ბიშკეკში, იმდენად დაიახლოვოს, რამდენადაც შესაძლებელია და ქვეყანა თავისი კურსის გამტარებლად აქციოს. მისი თქმით, ამისათვის რუსეთი ფინანსურ ბერკეტებსაც იყენებს:

„რუსეთს უნდა რომ ყირგიზეთი ამერიკული ბაზებისგან დაიცალოს და თუ ეს მოახერხა და აბსოლუტურად ლოიალური ხელისუფლება დაიგულა ბიშკეკში, მაშინ შესაძლებელია ყირგიზეთის ხელისუფლებამ ასეთი გადაწყვეტილება მიიღოს ამერიკულ ბაზებზე.“

მისივე თქმით, თუ გაგრძელდება რუსეთის მხრიდან“ასეთი, ძალიან უხეში ჩარევა პოსტ საბჭოთა სივრცეში, საბოლოო ჯამში დაჩქარდება რუსეთის ლუსტრაცია საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში“.

ყირგიზეთის პრეზიდენტმა, ყურბან ბაკიევმა, მომხრეების წინაშე მიტინგზე გამოსვლისას, ახალ ხელისუფლებას “ბანდიტური” უწოდა, ასევე მან უარყო ბრალდებები ბოლო დღეებში მომხდარი გადატრიალების დროს მკვლელობებსა და დარბევაზე და განაცხადა, რომ ახალ ხელისუფლებას ის ლეგიტიმურად არ თვლის.

მასალების გადაბეჭდვის წესი