ახალი ამბები

ევროკავშირის ქვეყნებში გლოვის დღეა

12 აპრილი, 2010 • • 1149
ევროკავშირის ქვეყნებში გლოვის დღეა

პრეზიდენტის სასახლესთან ქვაფენილი აღარ ჩანს, რადგან ის ათასობით პატარა სანთლით არის დაფარული– წერს ბიბისის კორესპონდენტი დუნკან კენედი.

კაჩინსკის ცხედარი რუსეთიდან კვირას გადაასვენეს ვარშავაში. მის ცხედარს უამრავი ადამიანი დახვდა, ქუჩები  ხალხით იყო გადაჭედილი.

ლეხ კაჩინსკისთან ერთად მისი მეუღლე, მარია კაჩინსკაია დაიღუპა. არ არსებობს სხვა ანალოგი ისტორიაში,როდესაც პრეზიდენტის და მისი ცოლის  ერთ დღეს გარდაიცვალა. ჯერ არ არის გარკვეული გაიმართება თუ არა ერთ დღეს მათი დაკრძალვის ცერემონიალი.

პოლონეთის პრეზიდენტი 95 სხვა პოლონელთან ერთად, რომელთა შორის ქვეყნის ოფიციალური პირებიც იყვნენ, ავიაკატასტროფაში დაიღუპა, როდესაც ვარშავიდან კატინში მიფრინავდა. თვითმფრინავმა  სმოლენსკის აეროპორტთან ახლოს განიცადა კატასტროფა.

კატასტროფის მსხვერპლთა ნაწილი დაღუპულთა ნათესავებმა უკვე ამოიცნეს.

რუსული გამოძიება უკვე გამოთქვამს ეჭვს,რომ ავიაკატასტროფა პილოტის შეცდომის მიზეზით მოხდა.

ისინი ამბობენ,რომ პილოტები გაფრთხილებულები იყვნენ,რომ თვითმფრინავი ძალიან დაბლა მიფრინავდა, სანამ  ხეებს წამოედებოდა, როდესაც დასაჯდომად ემზადებოდა.

პოლონეთში ერთკვიანი გლოვაა გამოცხადებული. გლოვის დღეა დღეს გამოცხადებული ევროკავშირის წევრ ქვეყნებში.

პოლონეთში პრეზიდენტის დაკრძალვას საქართველოს პრეზიდენტი და საპარლამენტო დელეგაციაც დაესწრება.

მასალების გადაბეჭდვის წესი