ამინდის პროგნოზი ავიაკატასტროფის დროისთვის

სმოლენსკის აეროპორტის მეტეო სადგური შაბათს ღამე აცხადებდა შემდეგ მონაცემებს Smolensk, Russia: +3 გრადუსი, მცირე მოღუბლულობა, მცირე ბურუსი, ქარის სიჩქარე 14 მ/წმ (აღმოსავლეთის მიმართულებით), ხილვადობა – 4 კმ. მონაცემები დაფიქსირდა ამინდის საერთაშორისო მონაცემთა ბაზაში Weather Underground–ში.

პარასკევი დღის საღამოდან, 9 აპრილიდან მოყოლებული საერთაშორისო სატელიტური მეტეო–სისტემები თითქმის იდენტურ მონაცემებს აფიქსირებდნენ – მაღალი ტენიანობა (92%), ჰაერის ტემპერატურა 12გრადუსამდე, მცირე მოღუბლულობა, ქარის სიჩქარე 7მ/წმ–მდე (10კმ/საათი).

ანალოგიურ მონაცემებს რუსული მეტეო–სადგურებიც გვაწვდიან: 10 აპრილს, გამთენიისას სმოლენსკის რაიონში +4 გრადუსი სითბო დაფიქსირდა, ქარის სიჩქარე არ აღემატებოდა 4მ/წმ–ს და მოღრუბლულობა მცირე იყო.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი

კონსტანტინე სტალისნკი